პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“გურჯაანის ნაყინი “საამო” – ალბათ ჩაწიხლეს, ნუ, ზოგადად ქართულ პროდუქტზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება და კერძოდ იმაზე, რომ ბევრია მათ შორის ისეთი, რომელზეც გვეთქმის “რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა”
გუშინ “სანტეს” იოგურტი შევიძინე – ნახევარი ესხა მხოლოდ. გავხსენი მეორე ქილა – იქაც იგივე რაოდენობა იყო. ამ ორ ქართულ პროდუქტს არაფერს ვერჩი, უბრალოდ როგორ გინდა ამის შემდეგ აქო ქართული და გაუწიო პოპულარიზაცია, როცა მომხმარებელს არ გცემენ პატივს. მე ხომ არ ვუხდი მათ დაწესებული ღირებულების ნახევარს ვუხდი სრულად და, შესაბამისად, მსურს მივიღო ის, რაშიც ვიხდი ფულს – სრულ, სავსე, კარგ პროდუქტში.
პ.ს. ისიც მესმის, რომ ნაყინი მცხუნვარე მზეს ვერ უძლებს და დნება, მაგრამ იოგურტი?”
კომენტარები