მეორე დღეა, გურიაში გადაუღებლად თოვს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბის ცენტრში ამ დროისთვის თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს აღემატება. მაღალმთიან სოფლებში კი თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, თოვა დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალიდან კი სინოპტიკოსები გამოდარებას ელოდებიან.
დიდთოვლობამ რეგიონში არაერთი პრობლემა შექმნა. გადაადგილება რთულია როგორც ცენტრალურ, ისე შიდა გზებზე. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს, რადგან თოვლმა ელექტროსადენები დააზიანა. შეფერხებით, ზოგან კი საერთოდ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, უამინდობისა და თოვლის გამო გურიაში იმატა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა.
როგორც გამოცემას სოფელ სუფსიდან შეატყობინეს, ავტომანქანა გზის საფარის გაუწმენდაობის გამო ხრამში გადაიჩეხა. წყაროს თქმით, საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევებია სხვა ლოკაციებზეც.
ფოტო „გურიანიუსი“
კომენტარები