ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, წერს:
ლიმონი მაინც გეჭამათ, ისეთი სიამოვმებით კითხულობთ “შემდეგი ვინ იქნებაო”?
გუნდის შიგნით სირცხვილია ყველა წასულ ჩინოვნიკზე ქილიკი და ხელების ფშვნეტა სეირის მოლოდინში.
დასასჯელი აუცილებლად დაისჯება ქვეყანა არ შეიძლება მუდმივი
სტრესის ქვეშ იყოს!
ახლა ვაბსტრაგირდეთ არსებული ვიწრო ინტერესებიდან და გლობალურად შევხედოთ სიტუაცის:
1. ირანის დიპლომატი საქართველოს რუკას გვიჩვენებს კახეთის გარეშე,
-ე, მანდ ხელი არ წაგიცდეთ ამერიკელებთან, ზღვარგადასული ვას-ვასი არაფერს მოგცემთო..
2. იქით თურქეთი მუდმივად გვახსენებს თურქი მესხების თემას, ბათუმი კი ისედაც დიდი ხანია თვითმფრინავის საბორტო რუკებში საკუთარ ქალაქად აქვთ აღნიშნული “Batum”!
საზღვრისპირა სოფლები იცლება! რამოდენიმე სოფლიდან ახალი სასწავლო წლისთვის ერთი მოწაფეც კი არ მოიძებნა! სტატისტიკა შემზარავია!
რატომ?
თქვენ მოგინდებოდათ მუდმივ სტრესში ცხოვრება?
ბავშვს რომ ბურთი გადაუვარდეს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, უბედურება დატრიალდება.
ეს აქვე ხდება ახლად ფუნდამენტჩაყრილ “ტრამპთაუერიდან” 25 კილომეტრში.
აზერბაიჯანთან სამანქანო მიმოსვლა კვლავ დაკეტილია, იქიდანაც სიო ხან ასე უბერავს, ხან ისე …ჩიჩხიტურიც შეჩიჩხინებული გვაქვს.
სომხეთია და “ტრამპის გზით” “გვაშინებს”, პრეტენზია კი ისედაც ხინკლიდან დაწყებული რუსთაველით დამთავრებული, ყველაფერზე აქვთ.
აფხაზებთან ბარამიძემ საბოლოოდ “გამოგვჭრა ყელი”, ოსებთან ვერ დავლაგდით…
აბა რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
ახლა შეგნებულად არ ვისაუბრებ რა ხდება ცალკე მარნეულისკენ, ცალკე ახმეტისკენ, ამის დროც მოვა…
ხოდა!!!!
ამ დროს კატეგორიულად დაუშვებელია შიდა რყევები!
პატარა ქვეყანაში ისედაც 30- ზე მეტი ქვეყნის სადაზვერვო სამსახური მუშაობს.
მართლაც რომ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გზის გასაყარზე ვართ.
როგორც არასოდეს ადვილია სიტუაციის არევა, თუ სამთავრობო ვერტიკალი გამართულად არ იმუშავებს!
ამიტომ, თითოეული ადამიანი მოქალაქეობრივი მრწამსით აღჭურვილი უნდა დაფიქრდეს:
მე, თუ ჩვენ?
ერთდღიანი შაპიტო, თუ დროში განგრძობადი მშვიდობა და სტაბილურობა,
მუდმივი რყევა, თუ მონოლითური ერთობა.
ახლა იკითხავთ, “იმათთან” რაის მონოლითიო?
გიპასუხებთ:
როდესაც ერთ მხარეს მილიონორასიათას ადამიანზე მეტი დგას,
როდესაც სამშობლოზე
მზრუნველი მეტია, ვიდრე გამყიდველი,
როდესაც ხალხი ბრძენია,
ფონსაც გავალთ და იარებსაც მოვიშუშებთ,
უბრალოდ, ზოგიერთებმა.მაინც შეჭამეთ ლიმონი!











კომენტარები