ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ ბავშვებს უზღუდავს ფუნდამენტურ უფლებას – განათლების მიღებას.
ან გაახანგრძლივეთ დასვენება 4 ოქტომბრამდე და დაიწყეთ პირდაპირი სწავლება სკოლებსი ან ეტაპობრივად დაიწყეთ ჯერ დაწყებითი 1-5 კლასი შეუშვით სკოლებში თავიდანვე და მერე 4 ოქტომბრიდან დანარჩენი კლასები.
არანორმალურ უზნეობას და უმსგავსობას იჩენს ხელისუფლება ბავშვების მიმართ. დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებს, ჩაგრავს ბავშვებს.
Nino Lomjaria ნინო, ძალიან გთხოვ, იქნებ სახალხო დამცველმა დაიცვას ბავშვების უფლებები და მოუწოდო ხელისუფლებას რომ ბავშვები ასე უუფლებოდ და შეზღუდულ მდგომარეობაში არ ამყოფონ. დაწყებით კლასებში ორი მასწავლებელია მხოლოდ, სადაც აცრილები არიან პედაგოგები, იქ მაინც დაიწყონ თავიდანვე პირდაპირი სწავლება. როგორ წარმოგვიდგენია პირველ კლასელი ბავშვი, რომელსაც ბაღშიც კი არ უვლია ნორმალურად, შეზღუდვების გამო, თავიდანვე დისტანციურ რეჟიმში დასვან, რა შემეცნებაზე, ჩართულობაზე, თვითრეალიზაციასა და განვითარებაზე უნდა ვისაუბროთ, ან მე-5 კლასელი, რომელიც საკვანძო ეტაპს გადის, ყველა მასწავლებელი ეცვლება და თავიდანვე დისტანციურად უწევს სწავლა, ისე რომ კლასელებიც შორს არიან და ასეთ სტრესს მარტომ უნდა მიხედოს.
არანორმალური სიტუაციაა, ბავშვები ჩაგრულ მდგომარეობაში არიან სახელმწიფოს მიერ.
რაღაც უნდა ვიღონოთ და სახალხო დამცველის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.”
კომენტარები