შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლნისიდან შეყვანილ ორსულ ქალზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
გამყრელიძის თქმით, ორსული პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.
„ეს არ არის ისეთი რისკ ჯგუფი, ფეხმძიმისთვის კორონავირუსი ისეთი რისკ ჯგუფი არ არის, როგორიც არის გრიპის ვირუსი. დიდი განსხვავებაა მათ შორის. ამიტომ იქ მართვა მიმდინარეობს ჩვეულებრივად. რა თქმა უნდა,ინფექციაა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ ყველაფერი მედიცინაში შედარებითია. გრიპის ვირუსი უფრო მეტად დამაზიანებელია ორსული ქალბატონისთვის და ნაყოფისთვის, ვიდრე კორონავირუსი. ამ შემთხვევაში არ არის მძიმე მდგომარეობა, ნამდვილად მინდა გითხრათ“
კომენტარები