• რეკლამა
  • კონტაქტი
18:07, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გოგიჩაიშვილი მისი მეუღლის დანიშვნის თაობაზე – “დარწმუნებული ვარ, ერთ თვეში…”

ალია ავტორი - ალია
21:39 02-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

ჭარის ტელევიზიაში, ახალი ამბების რედაქტორის პოზიციაზე ჟურნალისტ ნინო ხაჟომიას მისვლას თანამშრომლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და ითქვა, რომ ის იქნება ერთვვარი ცენზორი, რომელიც სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერევა და ხელისუფლების ინტერესებს გაატარებს, რასაც ნინო ხაჟომია კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ის არ იქნება ცენზორი და მან მიიღო შეთავაზება საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით, პარალელურად რედაქტორის პოზიციაზე. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა აკაკი გოგიჩაიშვილმაც და პოსტი ფეისბუქში გამოაქვეყნა.

“რამდენი ეჭვი თუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირიც არ უნდა ეძებოს ვინმემ გინდა ნინოს და გინდა ჩემს პოლიტიკურ აფილაციას შორის, რბილად რომ ვთქვა, წმინდა წყლის ნაყვა იქნება, რადგან ასეთი არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა, და არავინ არის უფრო ძლიერი ვიდრე მართალი კაცი. მესმის, რომ ეს ქართული ტელევიზიის სტანდარტად დამკვიდრდა – ყველაზე უცნაური ვერსიების შექმნა და შემდეგ მათი განხილვა, და, ამდენად არც მიკვირს და არც პროტესტის გრძნობა მიჩნდება, თუმცა თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი მხრიდანაც ვთქვა რაც რეალურად არის:

მე და ნინომ „რუსთავი 2“ სადაც 20 წელზე მეტ ხანს ვიმუშავეთ, დავტოვეთ ერთადერთი მიზეზით, რომ დავინახეთ როგორ მიჰყავდა ადმინისტრაციას არხი სრული პოლიტიზაციისკენ – ეს 3 წლის წინათ იყო და შეხედეთ დღეს თავად “მთავარ არხს” და დარწმუნდებით, რომ ასეც მოხდა და დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო. მას შემდეგ, ნინომ იბერია ტვ-ზე წაიყვანა რამდენიმე დილის გადაცემა, სადაც ყველაფერზე იყო საუბარი გარდა პოლიტიკისა, ხოლო მე ბიზნეს-გადაცემას ვუძღვებოდი, სადაც აქამდე არავის აღმოუჩენია პრო-სახელისუფლო მიდგომის რამე ნიშანი და ამიერiდან თუ აღმოაჩენს ვინმე, მეც მაჩვენოს. რაც იბერია დაიხურა, მე ახალ სფეროში – მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში მოვსინჯე თავი, არცთუ წარუმატებლად, და ორ მცირე ზომის კომპანიაში მუშაობის შემდეგ ჩავთვალე რომ მზად ვიყავი მეტისთვის და მონაწილეობა მივიღე „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში (ისევე როგორც იმ პერიოდში ჯობს-ჯი-ზე ნანახ არაერთ ვაკანსიაზე), შემარჩიეს და დავიწყე მუშაობა.

ნინომ კი თავისი მცირე ბიზნესი მოსინჯა და არცთუ წარუმატებლად, თუმცა ორივეს გვქონდა მედიისადმი ნოსტალგია – მე ჩემი გადაცემა წამოვიწყე ინტერნეტში ბიზნეს-ონლაინი, ნინომ კი აჭარის ტელევიზიაში მოძებნა შეთავაზება. რა თქმა უნდა ვხედავთ იქ რაც აურზაურია და სრულიად არასწორი პოზიციები ორივე მხრიდან, თუმცა დარწმუნებული ვარ ნინო, თავისი გამოცდილებით, ცოდნით და პიროვნული თვისებებით მხოლოდ დადებით წვლილს შეიტანს ვითარების ისე დარეგულირებასა და განვითარებაში, რომ არხის სამაუწყებლო პროფესიონალიზმი და ყურებადობა საგრძნობლად გაიზარდოს, რაც მათ შორის ყოველგვარი პოლიტიკური აფილაციისგან გამიჯვნასაც ნიშნავს.

დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმ 1 თვეში – ნინო შეძლებს უკვე პირველი შედეგების ჩვენებას და მიმდინარე ტალახის სროლა, თუ ნეგატიური ანალიზის მცდელობებიც ისე გაჰყვება წყალს, როგორი წყლის ნაყვაც ამჟამად არის. წარმატებებს ვუსურვებ აჭარის ტელევიზიას, ჩემს ყველა კოლეგას და ვარწმუნებ, რომ ნინო მათ გვერდით იდგება ყველა სწორ საქმეში და მხოლოდ დაეხმარება მათ – გაცხადებული მიზნის – დამოუკიდებელი და მაღალ-პროფესიული პროდუქციის შექმნაში.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved