• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გივი თარგამაძის აფეთქება სააკაშვილის დავალებით განხორციელდა“ – ადვოკატის სკანდალური განცხადება

ალია ავტორი - ალია
11:51 02-14-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, 4 წლის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქება მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი.

“2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და წინა მოწვევის პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა, რა დროსაც გივი თარგამაძე ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.

აფეთქების საქმეზე ბრალი წარედგინათ დავით (დარჩო) ხეჩუაშვილს, ბორის ჩაგუნავას და დიმიტრი აბრამიშვილს. ბორის ჩაგუნავა დაკავებული იქნა, ხოლო ხეჩუაშვილმა აბრამიშვილმა მოასწრეს საქართველოს დატოვება. აფეთქებაში მონაწილეობდა აგრეთვე შოთა ჭიჭიაშვილი. ყველა ეს [პირი სააკაშვილი-მერაბიშვილის მიერ 2009 წელს ინსპირირებული “მუხროვანის ამბოხებასთან” კავშირში მყოფი პირია.

აფეთქება უშუალოდ დარჩო ხეჩუაშვილმა განახორციელა. შეიარაღება და ასაფეთქებელი მასალები: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ხელყუმბარა, ნიღბები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები – დიმიტრი აბრამიშვილს პანკისიდან, კახეთის ტყის სამალავებიდან მოჰქონდა, რასაც ბორის ჩაგუნავას სახლში ინახავდნენ. (შეგახსენებთ, რომ სალოსის ქუჩაზე ტერორისტების შეიარაღებაც სწორედ ნაცების ტყის სამალავიდანიყო ჩამოზიდული).

დიმიტრი აბრამიშვილი მოსკოვში თავის დეიდაშვილთან, სააკაშვილის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფ პანკისელ მუხა ხანგოშვილთან გადაბარგდა.

კვალის დასაფარად, სააკაშვილმა და ლორთქიფანიძემ უკრაინაში ჩაატარებინეს სპეცოპერაცია და მოაკვლევინეს შოთა ჭიჭიაშვილი. ის თავის დროზე პანკისში მოქმედ ყველაზე სასტიკ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა და პანკისის ნაც-ტერორისტული ანკლავის წარმომადგენელი იყო. სპეცოპერაციის შემდეგ სააკაშვილმა კიევში ყვირილი ატეხა – ქოცებმა გამომიგზავნეს ჭიჭიაშვილი ჩემზე სათვალთვალოდო.

დავით ხეჩუაშვილი 2008-დან 2012 წლის სექტემბრამდე კუდ-ის მე-5 სამმართველოში­ მუშაობდა, უფრო ადრე კი თავდაცვის სტრუქტურებში. ხეჩუაშვილი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებამდე სამი თვით ადრე 2016 წლის 20 მაისიდან 30 ივნისამდე უკრაინაში, ოდესაში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან და გია ლორთქიფანიძესთან. ხეჩუაშვილს განათლება სანკტ-პეტერბურგში­ აქვს მიღებული, ის სამხედრო დაზვერვის ინს­ტ­იტუტში სწავლობდა და კუდ-ში თემურ ალასანიას პროტექციით მოხვდა.

ბორის ჩაგუნავა ამერიკელების მიერ გაწრთვნილი საქართველოს სპეცრაზმის “დე­ლტას” მებრძოლი იყო. 2000 წელს ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოში მუშაობდა, ხოლო 2000-2002 წლებში – ანტიტერორისტულ ცენტრში.

ბორის ჩაგუნავას, რომელსაც ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენასა და შენახვაში – ძალიან მალე პირობითი სასჯელი შეუფარდეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თუ რატომ გაათავისუფლეს – ამ შეკითხვაზე პასუხი უსათუოდ მიგვიყვანს 2012 წელს ჩატაევის, თარხან ბითარიშვილის, შოთა ჭიჭიაშვილისა და სხვა ტერორისტების უკანონოდ გათავისუფლების გარემოებებამდე.

ასე და ამგვარად სურდათ სააკაშვილის ბანდის ტერორისტებს “ბევრი რამის მცოდნე” გივი თარგამაძის ლიკვიდაცია, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი – გივი თარგამაძე შემთხვევით გადარჩა. მან სწრაფადვე შეძლო დაემტკიცებინა სააკაშვილისათვის, რომ საფრთხეს არ წარმოადგენდა, ნაცების ტერორისტულ საიდუმლოებებს არ დაფქვავდა, არ გაიყიდებოდა და კვლავ მათი თანამებრძოლი იქნებოდა – რითიც თარგამაძემ სიცოცხლე შეინარჩუნა. თავის მხრივ თარგამაძეს ეშინოდა, რომ “ზედმეტი მოძრაობის” შემთხვევაში სააკაშვილი თარგამაძეზე ისეთ ფაქტებს გამოაგდებდა, რასაც ამ უკანასკნელის სამუდამო პატიმრობით დასრულდებოდა”, – წერს ადვოკატი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved