• რეკლამა
  • კონტაქტი
06:23, სამშაბათი, 12 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე:”რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ „გადამაგდონ“?

ალია ავტორი - ალია
16:23 01-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაცმოძრაობა“ და ხელისუფლება ასე არ იცვლება. შეთანხმების კუთხით, „ნაციონალური მოძრობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს. რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ „გადამაგდონ“? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს „ერთიან ნაციონალურ მოძრობასთან“ ერთად კოალიციაში ყოფნას, ხოლო დღეს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას მომავალი არ აქვს.

„კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება ასე არ იცვლება. მას აქვს თავისი ტელევიზია, თავისი გზავნილები შეუძლია ჰქონდეს, აკონტროლებს ამ გზავნილებს. ჩვენ რომ განსხვავებული გზავნილი გვინდა, მერე ეს ჩვენ ვერ მიგვაქვს სხვა ტელევიზიებთან, რომლებსაც სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ სინქრონში აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როდესაც გვესხმოდნენ თავს და ჩვენს მხარეს უზარმაზარ ტალახს ისროდნენ, ჩვენ ამას ამით არასდროს ვპასუხობთ, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსის ფუნქცია თითქოს არის, რომ ილანძღოს, დააბრალოს ათასი რამ სხვას, რაც ასევე მომისმენია ჩემზე და ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე. მე არ ვენდობი „ნაციონალურ მოძრაობას“. რადგან მათი მხრიდან შეთანხმება დარღვეულა არაერთხელ და არ ვაპირებ კოალიციაში მათთან ყოფნას. შეთანხმების კუთხით, მათ მიმართ ნდობა არ მაქვს. რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ „გადამაგდონ“? სამწუხაროდ, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved