• რეკლამა
  • კონტაქტი
22:30, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია – დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას ბრალი წარედგინებათ

ალია ავტორი - ალია
11:51 07-09-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
440
პროკურატურამ 11 წლის წინ მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა – როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინებათ დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას.

გამოძებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ გიორგი კვარაცხელიას ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო 21 წლის ბიჭზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.

საქმის მასალების მიხედვით, 2015 წელს ორივე დეკანოსიძე და კაჭარავა უკანონოდ შეძენილი იარაღებით გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მივიდნენ და  მაშინ როცა გიორგი კვარაცხელია ქუჩაში იმყოფებოდა, მის მიმართ მრავლობითი გასროლა განახორციელეს.

პროკურატურის განცხადებით, თორნიკე კაჭარავას ბრალი წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად და მასზე ძებნა გამოცხადდება.

ორივე მათგანს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.

2015 წლის 25 დეკემბერს, თორნიკე კაჭარავა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7,65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №3ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ბრალდებულებს, თორნიკე კაჭარავას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით”, – განაცხადეს პროკურატურაში. 

შეგახსენებთ, რომ 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ორი თვსი წინ “შაბათის ეთერმა” მოამზადა. ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის მოკლული 21 წლის გიორგი კვარაცხელიას დედამ, ინგა კვარაცხელიამ უამბო,  როგორ უყურა შვილის მკვლელობას სამზარეულოდან. დედა ამბობდა, რომ ამოიცნო შეიარაღებული თავდამსხმელები, რომელბმაც ახალგაზრდას ორი სხვადასხვა იარაღიდან 17-ჯერ ესროლეს და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved