• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიგა მაქარაშვილს შალვა პაპუაშვილზე დაწერილი ფბ-პოსტის გამო ასამართლებენ

ალია ავტორი - ალია
15:36 04-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
438

გიგა მაქარაშვილს შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ – შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის დაკავებას ითხოვს. ცოტა ხნის წინ, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შსს-ს მოთხოვნით, სხდომა გადადო. შემდეგ პროცესზე უკვე მტკიცებულების გამოკვლევა დაიწყება და მოწმის სახით დაიკითხება პოლიციელი, რომელმაც სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

დღეს სასამართლოში მისულმა შსს-ს წარმომადგენელმა “პირველებს” უთხრა, რომ გიგა მაქარაშვილს შალვა პაპუაშვილის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

ბატონ გიგას ვედავებით ბატონი შალვა პაპუაშვილის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიაყენა ბატონ შალვას შეურაცხყოფა, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირს. მეორე ნაწილით იქნა ოქმი შედგენილი, ვინაიდან საქმეში გვაქვს წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. 2025 წლის 12 ივნისს იქნა მიღებული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება ამავე მუხლის საფუძელზე და ამავე დროს ის წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც გახდა საფუძველი ოქმის შედგენის. ამ ეტაპზე სხდომა გადაიდო. მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან უნდა დავკითხოთ მოწმის სახით პოლიციელი, რომლემაც შეადგინა ოქმი”, – თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.

თავად გიგა მაქარაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდოამს არ ესწრებოდა. სამოქალაქო აქტივისტი მის მიმართ დაწყებულ საქმეს დევნად აფასებს და ამბობს, რომ “ოცნება” ყველა ხერხს მიმართავს ხალხის დასადუმებლად.

არ გავჩერდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე – ამბობს მაქარაშვილი.

პირდაპირ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ მართლა. მეტი კი არაფერი იყო ჩელიაბინსკში გაღვიძება, რომ ფბ-პოსტების გამო ადამიანები, რომლებსაც თმენის ვალდებულებაზე აქვთ ხელი მოწერილი, ადამიანებს დასდევენ. რომელიღაცა პოსტი არ მოეწონა კრიმინალურ პოლიციას ჩემი, სადაც შალვა პაპუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეო და აგერ ჩანიშნის სასამართლო პოცესი. სინდისის პატიმრები ჰყავთ წლობით გამოკეტილი და ამაზე წუწუნს არავინ არ აპირებს, მაგრამ რაღაცები თუ არ შეიცვალა სწრაფად, უბრალოდ გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება. წარმოიდგინეთ, ფბ-ზე დაწერილი პოსტის გამო, კაცი რომელსაც ამბიცია აქვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვარო,  ლეგიტიმაცია მომანიჭეთ, მაღიარეთო, დასდევს მოქალაქეს და ითხოვს მის დაჭერას. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, მთავარი პრინციპია, რომ ბრძოლა არ შევწყვითოთ. ამათი მიზანი ხომ არის, რომ გაგვაჩუმონ, რასაც ვერ ახერხებენ, სადაც აქამდე არ გავტყდით, დღესაც არ გავტყდებით”, – ამბობს გიგა მაქარაშვილი. 

კანონდარღვევა, რომელსაც გიგა მაქარაშვილს ედავებიან, 60 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.  (ტვპირველი)

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved