• რეკლამა
  • კონტაქტი
17:19, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გია ვოლსკი და გეგა კობახიძე დეიდაშვილები იყვნენ… მას შემდეგ, რაც გეგა შევარდნაძემ დაახვრეტინა, ვოლსკი მის აპარატში მუშაობდა” – ბერულავა

ალია ავტორი - ალია
15:58 08-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,231

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

“შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, რომ გია ვოლსკი და გეგა კობახიძე (“თვითმფრინავის ბიჭებიდან”) დეიდაშვილები იყვნენ.
მას შემდეგ, რაც გეგა კობახიძე შევარდნაძემ დაახვრეტინა, გია ვოლსკი მის აპარატში მუშაობდა მოსკოვში.
ცნობილია ასევე მისი დიალოგი, დახვრეტილი ძმები ივერიელების მშობლებთან – “ორივე არ გამოდის, რომელი შვილი გადაგირჩინოთ?”
სხვათა შორის, გეგა კობახიძის დედა მოგვიანებით შეწყალების კომისიაში გაამწესეს, 1992 წელს კი გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც ხელს დედ-მამა ივერიელები აწერდნენ და მიესალმებოდნენ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებას…
#ესსაქართველოა”

შეგახსენებთ, გია ვოლსკი, გეგა კობახიძეს ასე იხსენებს:

“შე­ვარ­დნა­ძემ დიდი ბო­რო­ტე­ბა ჩა­ი­დი­ნა ჩემი ოჯა­ხის მი­მართ. გეგა კო­ბა­ხი­ძე ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი იყო და რომ არა შე­ვარ­დნა­ძის თავ­გა­მო­დე­ბა, ის დღეს ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. არა­ვის უთ­ქვამს, რომ ამ ბი­ჭებს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ – ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ჩა­ა­ყე­ნეს საფრ­თხე­ში. შე­იძ­ლე­ბო­და მსხვერ­პლი არც ყო­ფი­ლი­ყო, დე­ი­და­ჩე­მი – ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და სხვე­ბის მშობ­ლე­ბიც იქ რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ.. გეგა ჩემ­ზე 3 წლით უმ­ცრო­სი იყო, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ვეც­ვა­ლა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, სა­მე­გობ­რო წრე… გეგა ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­თან მე­გობ­რობ­და, მერე გა­მოჩ­ნდნენ ძმე­ბი ივე­რი­ე­ლე­ბი, ისი­ნი იდე­უ­რად ერ­თნი იყ­ვნენ და თვითმფრი­ნავ­შიც ერ­თად აღ­მოჩ­ნდნენ. რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი გე­გას გან­წყო­ბა… გეგა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი იყო, პო­პუ­ლა­რუ­ლი, იღებ­დნენ ფილ­მებ­ში, სხვა წრე­ში, სხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ტრი­ა­ლებ­და….

როცა გე­გას დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს, ყვე­ლა­ფე­რი თვალ­წინ და­მიდ­გა, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა – მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე პა­ტა­რე­ბი რო­გორ ვუშ­ვებ­დით დი­ა­ფილ­მებს. მე უფ­რო­სი ვი­ყა­ვი და მუდ­მი­ვად ვმფარ­ვე­ლობ­დი გე­გას, ცელ­ქი იყო ძა­ლი­ან. ეს იყო დიდი ტრა­გე­დია და ყვე­ლა­ფერს, რაც გა­მო­ვი­ა­რეთ, ერთი სი­ტყვით ვერ გად­მოგ­ცემთ. მერე ნა­თე­ლა დე­ი­და რო­ბი­კო და­დი­ან­ზე გა­თხოვ­და და დუ­დუს ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს. ნიუ-იორკში ვმუ­შა­ობ­დი იმ დროს, როცა დუდუ მოკ­ლეს… რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, ვურ­თი­ერ­თობ­დით, რო­გორც ნამ­დვი­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი. გეგა, დუდუ, ჩემი ვაჟი ზუკა… ჩემი ცხოვ­რე­ბის სამი დიდი ტრა­გე­დია… ასე­თია ცხოვ­რე­ბა”.

 

გია ვოლსკი, 1991-2004 წლებში გია ვოლსკი მუშაობდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროს მრჩეველად, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს სამმართველოს უფროსად, გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწედ საგანგებო საკითხებში.

თეგები: გია ვოლსკილაშა ბერულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved