• რეკლამა
  • კონტაქტი
18:57, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ღრმა ნეხვში ვართ და გამოსავლის გზა ჯერჯერობით არ ჩანს“ – გია ნოდია

ალია ავტორი - ალია
16:13 03-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
515

პროფესორი გია ნოდია:

„მესმის, რომ ღრმა ნეხვში ვართ და გამოსავლის გზა ჯერჯერობით არ ჩანს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, სტრატეგიულად, იმედი გადამეწურა. ამ ქვეყანამ თავისი ისტორიის დიდი ნაწილი კიდევ უფრო ღრმა ნეხვის ორმოებში გაატარა, მაგრამ ამოვსულვართ.
ამოსვლის შანსი საბოლოოდ დამოკიდებულია მორალურ ფაქტორზე. ხელისუფლება პირველ რიგში მორალურად უნდა დამარცხდეს. კარგად ვიცი, რომ პოლიტიკა ანგარიშის და კომრომისების გარეშე არ არსებობს; თუმცა არასოდეს ვფიქრობდი, რომ ივანიშვილთან თანამშრომლობით რაიმე კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა, ისიც მესმოდა, სხვებს რატომ ჰქონდა ამის იმედი. დღეს ვითარება შეიცვალა. ვინც ამ ხელისუფლებაში დარჩა, სხვა მიზანი არა აქვს, გარდა ბიძინა ივანიშვილის ახირებების მსახურებისა და ეს კარგად იცის. ამიტომ დღეს „ოცნების“ პოზიციების დაცვა სირცხვილია (ვიცი, ამ სახელის მქონე ორგანიზაცია უკვე არსებობს, ორიგინალობის პრეტენზია არ მაქვს). ასეთმა ადამიანებმა სოციალური დისკომფორტი უნდა იგრძნონ. ქუჩიდან „მონებო“ „მონებოს“ ძახილი და საჯარო „სირცხვილის კორიდორები“ საკმარისი არ არის (ალბათ, ესენიც საჭიროა – საკმარისი არ არის-მეთქი, მხოლოდ იმას ვამბობ). ამ ადამიანებმა ჩვეულებრივ, არასაჯარო გარემოშიც უნდა იგრძნონ, რომ შარში არიან – ნათესავებისგან, კლასელებისგან, მეზობლებისგან. წესიერ საზოგადოებაში თუნდაც პრაგმატიზმით გამართლებული „ქოცობა“ უნდა „ტეხავდეს“. ყვირილი და კვერცხების სროლა არ არის აუცილებელი – პოზიციის მშვიდად გამოხატვაა საჭირო.
ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩვენებელი ჟესტები, როგორიცაა, ვთქვათ, პარლამენტის ბოიკოტი, რომელსაც არც ახლა ვეთანხმები. პოლიტიკა მართლაც „ბინძური საქმეა“ იმ აზრით, რომ ვალდებული ხარ, ნებისმიერ ნაძირალას ეურთიერთო, თუ საქმე მოითხოვს (ის კი ამას ყოველთვის მოითხოვს). საკუთარი ბაბლის ფსიქოლოგიურ კომფორტში ჩაკეტვით პოლიტიკას ვერ გააკეთებ. მაგრამ ეს არ უშლის ხელს მორალურად მკაფიო პოზიციის დაკავებას. ქვეყნის მომავალი საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, რაც მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკიდან შორს მყოფი, გააკეთებს ამას.“
თეგები: გია ნოდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved