• რეკლამა
  • კონტაქტი
09:05, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღმერთო მომკალი და გამაგებინე, რა საერთო აქვს უშიშარ, უბრალო მეფეს ადამიანთან, რომელიც დაჯავშნილი “დუშკაბინიდან” არ გამოდის” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
23:02 09-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23,978

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

პირველი ლექსი, რომელიც პატარა ბავშვს იმერული წარმოშობის ოჯახში მასწავლეს, გახლდათ ერთსტროფიანი ხალხური პოეტური ნიმუში ერეკლე მეფის შესახებ… ყველამ ზეპირად ვიცით პატარა კახის ამბავი, რომელმაც ხელის ერთი მოქნევით გაგლიჯა ჯაჭვის პერანგი.
მაშინ პირველად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ერეკლე მეფე და დღემდე დიდი სიყვარული, პატივისცემა მაკავშირებს ჩვენი ისტორიის გამორჩეულ ფიგურასთან.
ერეკლეს ცხოვრებაზე დაკვირვებისას ჩემს აღფრთოვანებას ორი რამ იწვევს:
უპირველეს ყოვლისა, მანცვიფრებს “პატარა კახის” სიმამაცე და თავგანწირვა, მისი უშიშარობა … 16 წლისაც არ იყო, როცა ინდოეთამდე მივიდა ბრძოლით, უკან არ დაუხევია არცერთი საფრთხის წინაშე. ინდოეთის ოდისეის შემდეგ გველისპირული (ეს სიტყვა მიყვარს) არ ჩაუგია ქარქაშიში, საკუთარ მცველებსა და მხედართმთავრებს ასწრებდა ველზე შევარდნასა და მტრის წინააღმდეგ გალაშქრებას, საფლავში დაჩეხილი და დაგლეჯილი ჩავიდა, ერთხელ არ ამოფარებია თუთის ხესაც კი… შიშისგან ასეთი გათავისუფლება მხოლოდ ღმერთის უპირობო რწმენას შეუძლია, მეტს არაფერს !
ჩემს (რესპუბლიკის მომხრე სოციალისტის) სიყვარულს მეფის მიმართ ასევე განაპირობებს მისი უბრალოება. მახსოვს, პირველად რომ ვნახე ერეკლეს რეზიდენცია თელავში, გაოცებული ვიყავი… არაგვისპირში ბებიაჩემის მეზობელს უფრო დიდი სახლი ჰქონდა, ვიდრე მეფე ერეკლეს. იმ ოთახის მოკრძალებულობაზე აღარფერს ვამბობ, რომელშიც დაიბადა და გარდაიცვალა. განა ვერ შეძლებდა ოდნავ უკეთესი, უფრო მდიდრული და მშვენიერი სასახლის მოწყობას? შეძლებდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ პირად ინტერესს უფრო წინ დააყენებდა, ვიდრე საერთოს… შეძლებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევდა, რომ მისი პირადი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 1744 წელს, ასწლიანი პაუზის შემდეგ ქრისტიან მეფეთა კურთხევის ნიშნად ზარების აგუგუნება ქართლშიც და კახეთშიც…
ღმერთო მომკალი და გამაგებინე, რა საერთო აქვს თავგანწირულ, უშიშარ, უბრალო მეფეს ადამიანთან, რომელიც დაჯავშნილი “დუშკაბინიდან” არ გამოდის და რომლისთვისაც უბრალოება ხელმოცარულობის ნიშანია, ერეკლეს სასახლე კი, ალბათ, სასაცილოდაც არ ყოფნის.
P.S. თაფლშემშრალი მუმიების ხრიალსა და ბოროტი დედაბრების გმინვას უკვე უპასუხა სულმნათმა ზურაბ კიკნაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved