• რეკლამა
  • კონტაქტი
17:38, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ღმერთმა შეარგოს ის ხაჭაპური, რომელიც მისი განცხადებით, მას უფასოდ მისცეს” – პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე

ალია ავტორი - ალია
15:57 06-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,912

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე აცხადებს:

,,ბოლო პერიოდში ევროკავშირის ელჩის განცხადებები შემაშფოთებელია, მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ის მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან მომდინარე სიძულვილის კამპანიას, ძალადობას და პროპაგანდას არ გაემიჯნა, რაც მისი მხრიდან ნიშნავს, ძალადობის, სიძულვილის და პროპაგანდის წახალისებას…”

მისი თქმით, სინამდვილეში, ჰერჩინსკის წამოცდა, რომ სანქციების მიზანი კი არ არის სამართლებრივი ინსტრუმენტი, არამედ ეს არის სტიგმატიზების ინსტრუმენტი.

„ეს შემაშფოთებელია. მისი მხრიდან პასაჟები იყო, რაც ამაზრზენია. ამ ინტერვიუში ერთ-ერთი პასაჟი იყო, რომელიც ევროკავშირის შესაძლო სანქციებს ეხებოდა. მან ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ შეხედავენ ოჯახის წევრები მას, ვისაც ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს. ამაზე ამაზრზენი განცხადება იშვიათად მომისმენია. ეს ზუსტად იმ ღირებულებით კრიზისს აჩვენებს, რაც სამწუხაროდ, ბრიუსელში არსებობს. ასევე იმას აჩვენებს, თუ რამდენად ამოტრიალებული წარმოდგენა აქვს ელჩს ოჯახზე, რადგან ფიქრობს, რომ შვილი მამას დაუპირისპირდება თუ მამა შვილს და ა.შ. წლების წინ, ასეთი წარმოდგენების თაობაზე პავლიკ მოროზოვის მაგალითზე გვასწავლიდნენ. რაზეც ჰერჩინსკი საუბრობდა, რომ თუ ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ ადამიანს მისი ოჯახის წევრმაც კი შეიძლება ცერად შეხედოს, ზუსტად ეს არის პავლიკ მოროზოვების მორალის დანერგვის მცდელობა. ეს აჩვენებს, თუ რამდენად აცდენილია ევროპულ გაგებას ის კომენტარები, რასაც ვისმენთ. ეს არის მისი გაგება ოჯახის, რომ შვილი მამას, მამა შვილს, მეუღლე მეუღლეს იმის მიხედვით აფასებს, ბრიუსელში რა გადაწყვეტილება მიიღეს. მას საკუთარი ოჯახი ასე წარმოუდგენია? – ეს იმას აჩვენებს, თუ რამდენად არ იცნობს საქართველოს. ღმერთმა შეარგოს ის ხაჭაპური, რომელიც მისი განცხადებით, მას უფასოდ მისცეს, მაგრამ საქართველო ცოტა მეტია, ვიდრე ხაჭაპური და ხინკალი. ყველამ ეს უნდა გაარკვიოს და როცა ქართულ ოჯახზე ასეთ წარმოდგენას ამკვიდრებ და პავლიკ მოროზოვების გამოზრდას ცდილობ საქართველოში, რა თქმა უნდა, ამაზრზენია. ეს იმას აჩვენებს, რომ სინამდვილეში, მას წამოცდა, რომ სანქციების მიზანი კი არ არის სამართლებრივი ინსტრუმენტი, არამედ ეს ყოფილა სტიგმატიზების ინსტრუმენტი, რომ ადამიანს იარლიყი მიაკრა, რათა ის ოჯახის წევრის თვალშიც კი სტიგმატიზებული იყოს. ეს ნანახი გვაქვს, რას ნიშნავს. ამ მორალში და ასეთი მიდგომებით, რომ საუბრობს, ეს ამაზრზენია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თეგები: პაველ ჰერჩინსკიშალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved