ღაზას სექტორში 25 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სამშაბათს დილით ისრაელმა „ისლამური ჯიჰადის” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია „ისლამური ჯიჰადის” სამი მეთაური და მათი ოჯახების 12 წევრი. პალესტინური მხარე იტყობინება, რომ დაღუპულთა შორის 8 ქალი და ბავშვია, კიდევ 22 ადამიანი კი დაჭრილია.
ისრაელში აცხადებენ, რომ მათ ოპერაცია დაიწყეს „სამხედრო ტერორისტული დაჯგუფებების“ წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას და მის მოქალაქეებს. როგორც BBC წერს, სამხედროებმა ისრაელიდან, ღაზაში 130-მეტ ობიექტზე მიიტანეს შეტევა, რაც ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყველაზე მძიმე დაპირისპირებაა.
კომენტარები