• რეკლამა
  • კონტაქტი
21:04, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ღარიბაშვილის ამ ორმა წერილმა მნიშვნელოვანი რაღაცები გვითხრა“ – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
23:05 08-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,973

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე:

,,შეიძლება ღარიბაშვილის დღევანდელი წერილი მძაფრი არ იყო და არც ივანიშვილზე პირდაპირ თავდასხმას შეიცავდა, მაგრამ ამ ორმა წერილმა მაინც მნიშვნელოვანი რაღაცები გვითხრა. მივყვეთ თანმიმდევრობით:

1) ღარიბაშვილიც იმ ვერსიას აწვება, რომ ის და სხვა მაღლაჩინოსნები ციხეში კორუფციის გამო კი არ მოხვდნენ, არამედ ივანიშვილის პარანოიის გამო. ანუ ივანიშვილს გაუჩნდა შიში, რომ ღარიბაშვილი, ლიუაშვილი და ეს გუნდი ძალიან ძლიერდებოდა, განსაკუთრებით ფინანსურად და ეს ქმნიდა მათთვის ცდუნებას, რომ დამოუკიდებელი თამაში დაეწყოთ. ეს რომ დაეზღვია, ბატონმა ბიძინამ ყველა ჩარეცხა.

2) ღარიბაშვილის წერილიდან ასევე ვიგებთ, რომ ის გაგებით მოეკიდა თავისი ბატონის შიშებს და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ოპოზიციაში წასვლა აზრადაც არ ქონია და მიუხედავად იმისა, რომ ეწყინა ასეთი მოქცევა, მაინც უსიტყვოდ მიიღო სასჯელი – ხუთი წლით წიხეში წავიდა თავისი ფეხით.

3) ასეთი მორჩილების მიუხედავად, ივანიშვილის შიშები მაინც გამძაფრდა. ამას ხელი ღარიბაშვილის მხარდამჭერების აქტიურობამ შეუწყო (დასახელდა ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე და პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი), რომლებიც, მართლაია, ბიძინას არ ეხებოდნენ, მაგრამ კობახძეს აქტიურად უტევდნენ. ივანიაშვილისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა ეეჭვა, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკურ ამბიციებს ბოლომდე ლაგამი არ ქონდა ამოდებული (არადა, შრიძლება ღარიბააშვილმა არც იცოდა ჩუბინიძის და ინაშვილის ასეთი აქტიურიბის შესახებ).

4) შედეგად, ბიძინამ მამაუკა მდინარაძის ხელით გაუგზავნა დაბეჭდილი წერილი: რადგან შენი მხარდამჭერები არ ისვნებენ და კობახიძის კრიტკკას ბედავენ, ახალ, უფრო მხიმე ბრალს დაგიმატებთ, რომ შენი საზოგადოებრივი იმიჯი ბოლომდე განადგირდეს, რომ პილიტიკაში მოსვლის შანსიც აღარ გქონდესო.
თუ ამ ბრალსაც შენი ნებით აღიარებ, წლებს არ დაგიმატებთ, მოსჯილ 5 წელში ჩაგატევთ, მხოლოდ მორალურად გაგანდგურებთო (ეს კიდევ ერთი საოცარი ფაქტი ჩვენი სასამრთლოს და პროკურატურის “დამოუკიდებლობის” შესახებ 🙂 ) .

5) ღარიბაშვილმა შეუთვალა, რაღა დროს ჩემი პოლიტკაა, არც აქამდე არსებობდა ასეთი შანსი და ამ ციხის მერე საერთოდ აღარ არსებობს, ახალ ბრალს რააღატომ მიმატებთ და რატომ გინდათ ჩემი მორალურად მოსპობაო, მაგრამ მამაუკას პირით ბიძინამ უთხრა: ერთი პროცენტი მაინც არსებობს მასეთი შანსი და ეს ერთი პროცენტიც უნდა გამოვრიცხოთ, რომ ბატონმა მშვიდად იძინოსო.

ეს ორო წერილი დამატებითი დასტურია იმისა, რომ ბატონი ქველმოქმედი ძალაუფლების ისეღი ხამია და მისი დაკარგვის შიშშს მასში ისეთი პარანოია გამოიწვვია, რომ ახალი ოპონენტის გაჩენის ერთ პროცენტიან შანსსაც კი ჭკუიდან გადაყავს.

მეტყვით, ეს ჩვენ ისედაც ხომ ვიცითო. ჩვენი ცოდნა მხოლლდ ჩვენი მოსაზრებაა ქველმოქმედზე და ღარიბაშვილის წერილები კი ჩვენებაა.

ამიტომ ნუ დააკნინებთ მათ მნიშვვნელობას.“

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიმერაბ მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved