თბილისი ყოფილი მერი, გიგი უგულავა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება “ტვ პირველთან”:
“ღარიბაშვილი ტყუის, ვისთანაც მე პირადად მქონდა ურთიერთობა იყო გიგა ჩრდილელი, “ქართუ ფონდის” მაშინდელი პრეზიდენტი. ხელისუფლების მხრიდან მაშინ ურთიერთობა “ქართუ ფონდთან” აღარავის აღარ ჰქონდა.”
შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა ბრძანა:
“მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია, მათ შორის, მინისტრებთან, არაერთი შეხვედრა მქონდა ნიკა რურუასთან, ბატონ სანდრო კვიტაშვილთან, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან – ქალბატონ სანდრასთან გვქონდა მოლაპარაკებები არაერთ პროექტზე და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო, როდესაც მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი.”
კომენტარები