,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი აშშ-ს მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის შეჩერების ფაქტს ეხმაურება და ამბობს:
“გეუბნებით, რომ მეტი მოხდება არჩევნებამდე, იმიტომ რომ წინასაარჩევნოდ შეიქმნას, დაძაბულობის განცდა. კიდევ უფრო მეტ რამეს გავიგებთ, მეტ რამეს მოვისმენთ. კიდევ უფრო მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს. როდესაც დასრულდება არჩევნები და დასრულდება იმ შედეგით, რომელსაც ველით დიდი ალბათობით. ამის შემდეგ, დავიწყებთ ხელახლა საუბარს. მანამდე, გაცხადებულია, ბევრი საერთაშორისო აქტორის მხრიდან, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი და ეს ყველაფერი არის სასჯელი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა გასული თვეების განმავლობაში”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი.
კომენტარები