ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ელისო კილაძისთვის 10-წლიანი სასჯელის გამოცხადებას ეხმაურება:
„ელისო კილაძეს მიუსაჯეს 10 წელი.
წარმოიდგინეთ, პროკურატურამ დააკავა 4 ადამიანი, რომლებმაც თქვეს რომ მართავდნენ მსხვილ ქოლცენტრებს, ათეთრებდნენ მილიონებს და პიარში მათ ეხმარებოდა ელისო კილაძე.
ყველა გაუშვეს და მიუსაჯეს ელისოს.
გესმით? ანუ ვინც აღიარა ქოლცენტრების მართვა, გაუშვეს, ელისოს პატიმრობის სანაცვლოდ.
სულ რომ დავიჯეროთ პროკურატურის ვერსია, ამ საპროცესოს რა ჰქვია? მთავარია მოვიშოროთ პოლიტიკური მტერი და თავის ტკივილი, თორემ ქოლცენტრები რომ იყო პრობლემა არაა? თუ ისედაც იცოდნენ.
აჰ, მთავარი, ქოლცენტრების ბოსები ამბობენ, ელისო პროცესებში ჩართული არ იყოო. ესეც რომ ვიცოდეთ.
რა თქმა უნდა ელისო კილაძე პოლიტიკური პატიმარია. ყველა რომ დაეჭირათ ამ სამართლებრივ შეფასებაზე დავა რელევანტური იქნებოდა, მაგრამ როცა მთავარ ფიგურანტებს უშვებ და პიარს უსჯი, ესე იგი მიზეზი მხოლოდ მისი მოშორებაა.
ელისო გადაწყვეტილებას მხნედ შეხვდა! მაგრამ ამდენს აშკარად არ ელოდა! 10 წელი?
გამოცხადების დროს სხდომა გახსნეს.
დარბაზი სავსე იყო“











კომენტარები