• რეკლამა
  • კონტაქტი
07:15, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიაში ღია სივრცეში პირბადეების ტარება, თუ ხალხი ჯგუფურად არ იდგა, არც ყოფილა სავალდებულო – თამარ ჟამურაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:22 06-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი:

„პირბადის ტარების საჭიროება ღია სივრცეში, თუ 2 მეტრის დაშორებით სხვა ადამიანი არ დგას, არ არსებობს!
არ მესმის ეს აჟიოტაჟი, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა და არც ის განაცხადი, თითქოს საქართველო პირველია ისრაელის შემდეგ, ვინც ღია სივრცეში პირბადეების ტარებას აღარ მოითხოვს. გერმანიაში ღია სივრცეში პირბადეების ტარება, თუ ხალხი ჯგუფურად არ იდგა, არც ყოფილა სავალდებულო და თუ დავფიქრდებით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

SARS-CoV-2 არ არის ვირუსი, რომელიც ჰაერში არსებობს და სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად შეიძლება შეგხვდეთ. ეს ვირუსი მხოლოდ ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, შესაბამისად ღია სივრცეში თუ 2 მეტრის სიახლოვეში სხვა ადამიანი არ დგას პირბადის ტარება, განსაკუთრებით 40 გრადუს სიცხეში, ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

მიუხედავად ამისა, გარკვეულ ადგილებში, მაგალითად გაჩერებებზე, მიტინგებზე, (აქტუალური პრობლემა საქართველოში) თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება აუცილებელია გვეკეთოს პირბადე, რატომ უნდა დაჯარიმდეს ადამიანი ბულვარში მარტო სეირნობის დროს, როცა შეიძლება მხოლოდ ხალხმრავალი ადგილების გაკონტროლება?

სწორედ ასეთი, ლოგიკას მოკლებული რეგულაციები იწვევს ხალხში აგრესიას. არგუმენტი, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობდა ასეთი რეგულაცია, საკმაოდ სუსტია. კოპირების ნაცვლად, სულ ცოტა საკუთარი ინტელექტი ჩავაქსოვოთ და რაც მართლაც საჭირო და აუცილებელია, იმაში მივბაძოთ წამყვან ქვეყნებს არ იქნებოდა ურიგო.

1,5-2 მეტრიანი დისტანცია აუცილებელია! თუ დისტანციის დაცვა ღია სივრცეში ვერ ხერხდება, პირბადე აუცილებელია! დახურულ სივრცეებში 2 მეტრიანი დისტანცია და პირბადე აუცილებელია!

მდგომარეობა სახიფათოა! ინფიცირებულთა რიცხვი, შემცირების ნაცვლად, იზრდება ევროპის ქვეყნებშიც. ცოტა მოულოდნელი ტრენდია შარშანდელთან შედარებით, მით უმეტეს რომ აცრები დაწყებულია. ამიტომ, უნდა გავფრთხილდეთ და აუცილებელია ურთიერთგამომრიცხავი აზრების გავრცელებისგან ექიმებმა თავი შევიკავოთ“

თეგები: თამარ ჟამურაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved