• რეკლამა
  • კონტაქტი
10:07, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გენერალური პროკურორობა 11 ადამიანს სურს – სია

ალია ავტორი - ალია
13:23 06-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
433

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავება 11 ადამიანს სურს. საპროკურორო საბჭოს ცნობით, 27 ივნისს დამატებით კიდევ 2 კანდიდატი წარედგინათ.

განცხადების მიხედვით, იურისტმა და ადვოკატმა პაატა შავაძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა. იურისტი და ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი კი ა.ი.პ. “უფლებათა დაცვის ცენტრმა” წარმოადგინა. გარდა ამისა, თანამდებობის დაკავება სურთ:

  1. გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, ის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია – “სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა” წარმოადგინეს. გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა.
  2. იურისტი და ადვოკატი დავით ბარბაქაძე, წარადგინა ორგანიზაციამ “მეგობრობის ხიდი – ქართლოსი”;
  3. იურისტი და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე;
  4. იურისტი და ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე, წარადგინა პარტია “საქართველომ”;
  5. იურისტი და ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი, წარადგინეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა;
  6. იურისტი და ადვოკატი ანდრონიკ სარიბეკოვი;
  7. იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე, წარადგინა 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ;
  8. იურისტი და ადვოკატი, დარეჯან ბუცხრიკიძე;
  9. იურისტი და ადვოკატი  ლალი ბუნტური, წარადგინა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება “საქართველომ”.

საბჭოსთვის წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge/ აიტვირთება.

ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved