პარლამენტში, ოპოზიციის გაერთიანებულ სხდომაზე,პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილი, თეა წულუკიანს ეკითხება:
ქალბატონო თეა, გაოგნებული ვარ იმით, თქვენ რაც თქვით გელათთან დაკავშირებით. ანუ, სეკულარულს სახელმწიფოში აღარ ვცხოვრობთ? დავაქციეთ კინაღამ ეს უნიკალური ძეგლი და თქვენ ხელები დაიბანეთ და საპატრიარქოს გადააბარეთ და როგორ რჩებით მინისტრად ამ ყველაფრის მერე? თუ საპატრიარქომ უნდა გამოასწოროს თქვნი დაშავებული და ძეგლთა დაცვაზე თუ საპატრიარქომ უნდა იზრუნოს, აბა თქვენ რისი მინისტრი ხართ? მარტო ხალხს რომ არბევთ კულტურის სხვადასხვა სფეროში?
კომენტარები