• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გეების ნაცვლად სხვა ხალხია გალახული, ადამიანები არიან დაუცველები ბრბოს წინაშე, რომელსაც გეი და ოპერატორი ერევა ერთმანეთში – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
16:55 07-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

“გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა:

“სამართალდამცავი სისტემა დღეს ჩაფლავდა და შესაბამისად, ადამიანები არიან დაუცველები სპეციფიური ბრბოს წინაშე, რომელსაც გეი და ოპერატორი ერევა ერთმანეთში.

ვცხოვრობთ სახელმწიფოში, მაგრამ მთლად ბოლომდე სამართლებრივში არა. ჩემი აზრით, სამართალდამცავი სისტემა დღეს ჩაფლავდა და შესაბამისად, ადამიანები არიან დაუცველები სპეციფიური ბრბოს წინაშე, რომელსაც გეი და ოპერატორი ერევა ერთმანეთში. შესაბამისად, მივიღეთ უპრეცედენტო შემთხვევა, საერთოდ რომ არ არიან ამ საქმესთან კავშირში, ისეთი ხალხი დაშავდა, მიზეზი კი არავინ იცის. შეიძლება ადამიანები ისე განაწყო, რომ ვიღაცას ისე მისდევდეს, ვინც შეხვდება იმას ურტყამდეს? ეს ძალიან სამარცხვინო ფაქტია და ჩემი აზრით, ყველა მონაწილე, რომელიც ამ პროცესს არ გაემიჯნება, როცა აზრზე მოვა, საკუთარი საქციელის ძალიან შერცხვება.

ჩემი აზრით, ყველაზე გალახული ამ სიტუაციიდან ხელისუფლება გამოდის. რეალურად, ეკლესიამ და ამ ხალხმა, რაც გააკეთა, არის იმის ჩვენება, თუ ვინ არის “ბოსი”. ამის მტკიცების პროცესს ვხედავთ ამ წუთში და გეების დევნა არის შირმად გამოყენებული საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ დღეს, 5 ივლისს არის დღე, როცა სიწმინდის დამცველი ქართველი ვაჟკაცები გეების წინააღმდეგ ერთბაშად ირაზმებიან ბუნებრივად და ამ დღეს აწვებათ რაღაცნაირად ყველანაირი ემოცია და ეს ემოცია იმდენად მძაფრია, რომ იღვრება პირველ შემხვედრზე, ისეთ უწყინარ ხალხზე, როგორებიც ჟურნალისტები და ოპერატორები არიან.

ხელისუფლებას და საპატრიარქოს სპეციფიური თანამშრომლობა ახასიათებს წლებია. ეს ურთიერთობა ხან ასეთია, ხან ისეთია. ზოგჯერ ხელისუფლება სჯის საპატრიარქოს რაღაც ფორმით, ზოგჯერ პირიქით, საპატრიარქო შურისძიებას აცხადებს ამაზე. დღეს საპატრიარქომ დასაჯა ხელისუფლება და შეარცხვინა მთელი მსოფლიოს წინაშე, მათ შორის, საკუთარი ნორმალური ამომრჩევლების წინაშე. იცის, რომ ახლა არის წინასაარჩევნო პერიოდი და იცის, რომ წინასაარჩევნოდ ეს გაუვა. მაგრამ ჩემი აზრით, დღეს ნებისმიერმა ადამიანმა ძალიან წააგო, ვინც იქ დღეს ღმერთის სახელით იყო გამოსული და იმას აკეთებდა, რასაც აკეთებდა. ეკლესიამაც წააგო, ჩემი აზრით იქედან გამომდინარე, რომ ჯერ არ მინახავს ნორმალური ადამიანი, რომელსაც ის მოწონებოდა, რაც ხდებოდა. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ ტაშს უკრავენ გეების ცემას, დღეს ვერ იქნებიან ტაშის კვრის ხასიათზე იმიტომ, რომ გეების ნაცვლად საერთოდ სხვა ხალხია გალახული.”

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved