• რეკლამა
  • კონტაქტი
07:29, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავრილოვის ღამის” უსტატუსო დაზარალებულის ბოლო ინტერვიუ – ირაკლი დოღაძე დღეს 44 წლის გახდებოდა

ალია ავტორი - ალია
17:55 11-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
768

ირაკლი დოღაძე “გავრილოვის ღამის” ერთ-ერთი მონაწილე, 2019 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.

იგი დღეს 44 წლის გახდებოდა. 

ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც “ალიას” მისცა ინტერვიუ და იმ  ღამეზე უამბო.

ორჯერ დაკარგა გონება 20 ივნისის ღამეს, მაინც მოახერხა ცოლის გამოყვანა!
ბოლო თვეები უძილობა აწუხებდა, ვინ იცის რატომ
ვინმემ გამოიკლია?
ვინმემ დაზარალებულად სცნო?

ირაკლი დოღაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წევრი იყო.

ირაკლი დოღაძის ერთადერთი ინტერვიუ, გაზეთ “ალიაში” დაიბეჭდა და დღეს ისევ, უცვლელად გთავაზობთ:

-მე და ჩემი მეუღლე წინა ხაზზე ვიდექით, გადაადგილება შეუძლებელი იყო, მეუღლე ცუდად გამიხდა, კორდონში მდგომ პოლიციელებს დიდხანს ვთხოვდი, გავეტარებინეთ ზემოთ, პარლამენტის კიბეებისკენ, რომ იქ დამესვა მეუღლე – გაგვატარეს, რომ ნახეს, გული უწუხდებოდა – ავიყვანე და კიბეებზე დავსვი. რამდენიმე ქალი იჯდა კიდევ იქ, ისინიც ცუდად იყვნენ.  ამ დროს პარლამენტის ეზოდან გამოვარდნენ ვიღაცეები, ისე გასცეს ბრძანება: – დასცხეთ – მივხვდი მაღალჩინოსნები იყვნენ. იმ წამსვე მოგვვარდნენ, დასცხეს ქალებს პირველად, მეუღლეს გადავეფარე და თავში რაღაც მომხვდა, წავიქეცი, გონებაც დამიკარგავს, მაისური შემომახიეს, შემდგნენ, თურმე, ჩემს მეუღლეზეც იძალადეს. იქ, ზემოთ, კიბეებთან რა ხდებოდა, ვერც ერთმა ტელევიზიამ ვერ დააფიქსირა. იქ, იმ კიბეებთან არ იდგა ის ხალხი, ვინც იერიშზე გადადიოდა. რა საჭირო იყო ქალებზე ძალადობა?
სიმაღლეებზე ჰყავდათ ხალხი განთავსებული, რა წამსაც ხალხის იერიში დაცხრებოდა – უცებ ზემოდან ისროდნენ.
როგორღაც ადგომა მოვახერხე და გონდაკარგული მეუღლეც გამოვიყვანე სამშვიდობოს.
ვხედავ დაჭრილი მოჰყავთ. ისეთი ჭრილობა იყო, ვერც ვიფიქრებდი, რომ რეზინის ტყვია მოხვდა. ვიფიქრე, რამე სხვა იარაღი გამოიყენეს და უკან მივბრუნდი, თუ ვინმე იყო კიდევ დაზიანებული, გამოსვლაში რომ დავხმარებოდი.
ხელებგაშლილი მივდიოდი, უცებ დავინახე, რომ მიმიზნებდნენ, მაგრამ მოტრიალებაც ვერ მოვახერხე – პირველი ტყვია მუცელში მომხვდა, მეორე მკერდის არეში – დავტრიალდი და წავიქეცი, გონება დავკარგე. მერე როგორც ექიმმა მითხრა, კიდვე ორი ტყვია მქონდა მოხვედრილი კისერში, არტერიასთან.

– წაქცეულს გესროლეს დანარჩენი ორი ტყვია?

– არ ვიცი, მე გონება დავკარგე, ბოლოს რაც მახსოვს, მკერდში ვიგრძენი ტკივილი და წავიქეცი.  მკერდში ნასროლი ტყვიის ამოღებისას ანესთეზია დამჭირდა, ისე ღრმა იყო ჭრილობა, მაგრამ როგორც მითხრეს გადავრჩი, რომ  არტერიასთან მოხვედრილი ტყვიები ისეთი სიძლიერით არ მომხვდა, როგორც მკერდში დამიზნებული, თორემ, ადგილზე დავიცლებოდი სისხლისგან.

–  საავადმყოფოში დიდხანს დარჩით?

– არა, მალევე წამოვედი, იქ იმდენი დაჭრილი მოჰყავდათ, „ამტელ ჰოსპიტალში“ ვიწექი, იმდენი ქალი და გოგო მოჰყავდათ დასისხლიანებული – მისაღებში კიდევ ადგილიც აღარ ჰქონდათ და როგორც კი ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი, წამოვედი.

–  განცხადება დაწერეთ, ან საჩივარი?

– არა, თუმცა, თავად დამირეკეს, არ ვიცი, როგორ – დამიბარეს, როგორც დაზარალებული უნდა დაგკითხოთო, თუმცა, მხოლოდ მელიაზე აინტერესებდათ ინფორმაცია, რა გვითხრა, რა მოუწოდა ხალხს და ა.შ. ჩემი ჭრილობები იქ არავის აინტერესებდა.”

17 ოქტომბერს, ოცი ივნისიდან, თითქმის ოთხი თვის მერე, ირაკლი გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, გული გაუჩერდა!

გარდაიცვალა ისე, რომ დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ!

თამო კეშელავა, ალია, 2019 წელი

თეგები: ირაკლი დოღაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved