სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია:
„90-იანებში შანსი გავუშვით, ერთმანეთს დავერიეთ და ჩვენთვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ფანჯარა დაიხურა. ვერ მოვახერხეთ ის, რაც შეძლეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. გავითვალისწინოთ ისტორიის ეს გაკვეთილი, ახლა მაინც არ დავუშვათ შეცდომა, დავდგეთ ერთად.
ეს ის ტრაფარეტია, რომლითაც დღეს თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა აპელირებს და დიდაქტიკური წიაღსვლებით ცდილობს, თავი მოაწონოს ან შეახსენოს საზოგადოებას.
არადა…
90-იანებში საქართველოში განვითარებული მოვლენების არასამართლებრივი შეფასება და მიკერძოებული ინტერპრეტირება არის შედეგი, უახლესი წარსულისა თუ არსებული რეალობის ზედაპირული და არასწორი გააზრებისა.
თუმცა, ომი უკრაინაში და ომის გამო მსოფლიოში დაჩქარებული პოლიტიკური პროცესების დინამიკა
არ გვაძლევს უფლებას, ისევ ურთიერთდაპირისპირებას გადავაყოლოთ ქვეყანა და კიდევ ერთხელ ხელიდან გავუშვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის შანსი…“
კომენტარები