• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაუსაძლისი იყო ქვეყანაში ცხოვრება, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დღესაც ეს მჩაგვრელი ადამიანები იქნებოდნენ ხელისუფლების სათავეში – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:34 09-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

ჩვენ არ ვიცით დღეს რა ვითარება არის და რა ვითარება იყო 8-9 წლის წინ, თუნდაც ციხეებში?! როგორ უღირსად იქცეოდნენ თავად ეს მჩაგვრელი პატარა კაცები. როგორ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, საკუთარ თანამოქალაქეებს – ძმებს და დებს. ჩაგრავდნენ 24 საათის განმავლობაში – ცემა, შეურაცხყოფა, გაუპატიურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ იღებდა  გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად.

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათი მჩაგვრელი ხელი ყველას და ყველაფერს შეეხო და გაუსაძლისი იყო ქვეყანაში ცხოვრება. ისიც კარგად ვიცით, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დღესაც ეს მჩაგვრელი, ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები იქნებოდნენ ხელისუფლების სათავეში. ეს არის გამოწვევა, მეგობრებო. ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევაა ასეთი დესტრუქციულ- რადიკალური ჯგუფების არსებობა. მოუსმინეთ მათ, რას ლაპარაკობენ და მოგვისმინეთ ჩვენ. ჩვენ გამოვდივართ, ველაპარაკებით ჩვენს მოსახლეობას ჩვენს გეგმაზე, ხედვაზე, ვლაპარაკობთ ანგარიშს ჩვენს გაკეთებულ საქმეზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ მხრიდან ვინმეს თუ მოუსმენია რაიმე ხედვა, კონკრეტული გეგმა, გადაწყვეტის გზები – არავითარი. რა გადაწყვეტილება და რა ხედვა უნდა წარმოადგინოს, მაგალითად, სააკაშვილმა, ბოკერიამ, ადეიშვილმა, გვარამიამ,  კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა ვანომ, ახალაიებმა – ამ მჩაგვრელმა კასტამ.. ეს არის მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სამწუხაროდ, მოსახლეობის რაღაც გარკვეული ნაწილი, 20-25%  ჯერ კიდევ არის შეცდენილი.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასეთი ადამიანების უნარი არის ფართო მასების შეცდომაში შეყვანა და ამის არაერთი ისტორია ახსოვს კაცობრიობას, როგორ აცდენენ ცრუ ადამიანები, მატყუარა ადამიანები მოსახლეობას და ძალიან ბევრი, მათ შორის გონიერი ადამიანი შემცდარა. ასე, რომ ჩვენ ეს არ გვიკვირს. ვიცით კარგად ეს ხელოვნება და უნარები და ამიტომ არის საჭირო კომუნიკაცია ჩვენს ხალხთან. პირდაპირი კომუნიკაცია. პროაქტიულ რეჟიმში უნდა ველაპარაკოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ არჩევნებზე. მე მჯერა, რა თქმა უნდა, ვარ დარწმუნებული და ასეც არის, რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და აბსოლუტური უმრავლესობა სწორ არჩევანს აკეთებდა, აკეთებს და გააკეთებს კიდეც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved