• რეკლამა
  • კონტაქტი
00:35, ორშაბათი, 5 ივნისი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გასროლა პატარკაციშვილის სახლთან” – კუდ-ის ორმა თანამშრომელმა დანაშაული აღიარა

ალია ავტორი - ალია
14:03 02-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ, ლევან ქარდავა კი ბრალს არ ეთანხმება.

მოსამართლის კითხვაზე, რა პოზიცია აქვთ წარდგენილ ბრალდებაზე კუდის ყოფილმა ჩინოსნებმა ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა განაცხადეს, რომ ისინი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მიიჩნევენ. მესამე ბრალდებული ლევან ქარდავა კი, დღევანდელ სხდომას არ ესწრება და მისი ადვოკატის განცხადებით, ქარდავა არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას.

მოსამართლის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები პროკურორმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება არ არის მიღწეული.

საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა.

ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს.

კუდ-ის ყოფილი ჩინოსნის, ლევან ქარდავას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მამხილებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და ქარდავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენა უკავშირდება პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს, სადაც ასევე ქარდავაა ბრალდებული და ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში ქარდავა გამართლდება.

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, თბილისის პროკურატურამ კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 18 თებერვალს 12:00 საათზე მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

თეგები: ბადრი პატარკაციშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ვფიქრობ, ლუკაშენკოსა და ზელენსკის შორის, ფარული შეთანხმებაა” – რას გვიყვება სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

,,ვფიქრობ, ლუკაშენკოსა და ზელენსკის შორის, ფარული შეთანხმებაა” – რას გვიყვება სოსო ცინცაძე

23:09 06-02-2023
რამ დაუკარგა აზრი რუსულ ბირთვულ შანტაჟს და რატომ შეიძლება არ დაიწყოს უკრაინელების შეტევა? – შეიძლება თუ არა ომის საბოლოო შედეგის პროგნოზირება?
ახალი ამბები

რამ დაუკარგა აზრი რუსულ ბირთვულ შანტაჟს და რატომ შეიძლება არ დაიწყოს უკრაინელების შეტევა? – შეიძლება თუ არა ომის საბოლოო შედეგის პროგნოზირება?

15:38 06-02-2023
„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“
ახალი ამბები

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“

23:18 05-29-2023
„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“
ახალი ამბები

„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“

21:49 05-29-2023

ბიზნესი

“რუსეთი 30 წლით უკან დაიხევს… იქ უკვე წამლის დეფიციტიც დაიწყო” – ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე
ახალი ამბები

“ამით დავიცავი თავი, ქიმია იმ დროისთვის არც ერთმა ბანდიტმა არ იცოდა” – რას ჰყვება “ჩირინას” დამფუძნებელი

19:15 06-02-2023
“იმედია, ბევრი ადამიანი წაიკითხავს და გაფრთხილდება” – რას უყვება “ალიას” 7 წლის პაციენტის დედა
ახალი ამბები

“იმედია, ბევრი ადამიანი წაიკითხავს და გაფრთხილდება” – რას უყვება “ალიას” 7 წლის პაციენტის დედა

14:53 06-02-2023
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალი, საიუბილეო სეზონზე, მსოფლიო ვარსკვლავებითა და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალი, საიუბილეო სეზონზე, მსოფლიო ვარსკვლავებითა და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება

11:45 06-02-2023
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

10:13 06-02-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved