პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ენმ”-ის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე ისაუბრა და თქვა:
“სამწუხაროდ ,ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სიკეთის კეთება არ შეუძლია ქვეყნისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის და ბუნებრივია, არის შესაბამისი მოლოდინი. არ ველოდებით მათი მხრიდან რამე კონსტრუქციულ წვლილს პარლამენტის მუშაობაში. ეს არის სამწუხარო რეალობა. ეს რეალობა დაკავშირებულია მათ წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთანაც. დღეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე „ნაციონალებმა“ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაშალეს სააკაშვილის, ამ პათოლოგიური კაცის ბანერი, ამით ყველაფერი ნათქვამია. მათთვის ქვეყანაც, სახელმწიფოც, სამშობლოც არის ეს ავადმყოფი კაცი. ასეთი პოლიტიკური ძალისგან, ასეთი ადამიანებისგან სიკეთეს არ უნდა ველოდოთ“
კომენტარები