26 მაისს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ორი მსუბუქი ავტომანქანა – ცუცხვათის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპული მძღოლები ერთმანეთის თანასოფლელები და ახლობლები იყვნენ.
კომენტარები