• რეკლამა
  • კონტაქტი
06:13, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე იმ გუნდს, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია – გოგა გულორდავა

ალია ავტორი - ალია
18:27 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდგე დღეს თქვენს წინაშე, როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ასევე განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე იმ გუნდს, იმ დიდ ოჯახს, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ წალენჯიხის მერობის კანდიდატმა გოგა გულორდავამ წარდგენისას.

მერობის კანდიდატმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებიზე გაამახვილა ყურადღება.

,,თუ რატომ არის ეს პასუხისმგებლობა ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რატომ არის ეს განსაკუთრებული პატივი, წარმოვადგენდე ამ გუნდს, ამ კითხვაზე არის ერთადერთი მარტივი პასუხი – მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და  დღემდე ისე  აგრძელებს მოღვაწეობას,  რომ მისი ერთადერთი საზრუნავი არის თითოეული ქართველი, ყველა მოქალაქის ყოველდღიური პრობლემა და გასაჭირი.

ვხედავთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა ნაბიჯები გადაიდგა განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ 2012 წელს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ინფრასტრუქტურული, სოციალური, სოფლის მეურნეობის მიმართულებით.   დღეს ყველა ძალიან კარგად ვხედავთ სადამდე მოვედით. ბატონმა პრემიერმა, ქალბატონმა ნათია თურნავამ,  ჩამოთვალეს რა გაკეთდა ამ  8 წლის განმავლობაში. ეს არის, მეტი ინფრასტრუქტურა, რამდენიმე ათეული რეაბილიტირებული და ახლად აშენებული საბავშვო ბაღები,  სკოლები, ახალი ამბულატორიები.  რამდენიმე  ათეული კილომეტრი დაგებული გზა და რაც ყველაზე მთავარია – ის დიდი გამოწვევა, რაც ჩვენ წინაშე არსებობდა  და ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდი გავუმკლავდით ამ გამოწვევას – ეს არის გაზიფიცირება. გაზიფიცირების  პროცესი წალენჯიხის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს და მომავალ წელს, თითოეული წალენჯიხელის ოჯახი იქნება გაზიფიცირებული.

რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი და  ზოგადად ქვეყანა, მაგრამ ერთი უმთავრესი, რამაც მე ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, არის ის, რომ მე მწამს  და მჯერა,  ჩვენი ერთად ყოფნის, მწამს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომელიც არასდროს შემცდარა არჩევანში. მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ერთად 2 ოქტომბერს, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ გამარჯვების გზაზე. 

მინდა წარმოგიდგინოთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ვალერი კვარაცხელია, გოჩა ლიპარტია, ბესიკ ფარცვანია, დათა კულავა, ვლადიმერ კვარაცხელია, ბაკურ სონგულია, ნანა კეკუა, ლირა ღურწკაია, ზაზა უბილავა

ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო, ეს არის გუნდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მათ კარგად იციან ამ პრობლემების გადაჭრის გზები და ამ გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ” – განაცხადა გოგა გულორდავამ.

თეგები: გოგა გულორდავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved