ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე:
“ადამიანებო, რა ბოდი შოპი, რა ბოდი შოპი?! 4000-მდე შემთხვევაა დღეს.
გამოცხადებულ ჯოჯოხეთს ვუახლოვდებით ქალიან-კაციან-ბავშვიანად.
ამ ფარღალალა ქვეყანას პასუხისმგებლიანი მთავრობა არ ყავს და ერთმანეთს მაინც გავუფრთხილდეთ – ნათესავებს, მეგობრებს, ახლო და შორეულ ნაცნობებს.
ვაჩვენოთ დოკუმენტური ფილმები უკვე ჯოჯოხეთგამოვლილი ქვეყნებიდან; დავარეგისტრიროთ აცრაზე; ვისაც ვერ დავიყოლიებთ, ავუკრძალოთ ჩვენთან და ჩვენიანებთან კონტაქტი.
რამე ვქნათ, ჯოჯოხეთი როცა ყველასთვის თვალსაჩინო გახდება, საკუთარი სინდისის დასამშვიდებლად მაინც რომ შეგვრჩეს.”
კომენტარები