• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამომძიებლის მტკიცებით, ვიდეოსთვის, რომელიც 4 დეკემბრიდან აქვს და მტკიცებულებად წარადგინა, არ მოუსმენია – 4 აგვისტო, 2025 წელი

ალია ავტორი - ალია
16:05 08-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
393

სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის  პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე საქმის მთავარ გამომძიებლს, არსენ ხუნაშვილს უსმენენ, რომელმაც საქმეში ის ვიდეო მტკიცებულება წარადგინა, რომელსაც ხმა აქვს, თუმცა, აქამდე საქმეში არსებულ ანალოგიურ ვიდეოს ხმა არ ჰქონია.

როგორც გაირკვა, ხუნაშვილს მის მიერვე წარდგენილი ვიდეო ნანახი არ ჰქონდა და სწორედ პროცესზე დაიწყო მისი მოსმენა, რათა შემდეგ კითხვებისთვის ეპასუხა.

საქმის მთავარმა გამომძიებელმა ბოლომდე უყურა, ყურსასმენებში [დამსწრეებს არ გაუგონიათ და არ დაუნახავთ] ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ ვიდეოს.

მან ჯერ ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხა. პროკურორი ვაჟა თოდუა  დაინტერესდა, რაზე საუბრობს ზვიად ცეცხლაძე ვიდეოში.

გამომძიებლი:  ვიდეო 15 წუთი და 20 წამია. საწყის ეტაპზე, ვიდეოში საუბრობს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც საწყის წუთებში ჰყვებიან აქციებზე განვითარებულ მოვლენებს, პლოლიციელებს მოიხსენიებენ გიენებად. მესამე წუთიდან ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ რუსთაველი არის მოუხერხებელი, ვინაიდან ვერ უწევენ წინააღდეგობას პოლიციელებს, მიმართავს და ეუბნება ჩამოიტანონ ბარიკადები. მისი თქმით, არ არის აუცილებელი რევოლუცია მოხდეს პარლამენტთან და იხსენებს უკრაინას, რომ მაიდანი იქ თავისუფლების მოედანზე მოხდა.

აჩერებს ადვოკატი დავით ჭიკაიძე. მისი თქმით, ის მართალი იყო, როცა თქვა, რომ ამ ვიდეოს მოსმენის შესაძლებლობა, საბოლოოდ, აღნიშნულ ვიდეოს მტკიცებულებად აქცევს, რადგან მოწმე ჩანაწერის მიხედვით საუბრობს და არა დათვალიერების ოქმის, რომელიც ასევე ამ ჩანაწერს ეყრდნობა.

გამომძიებელი: ასევე ამბობს [ზვიადი] საჭიროა ბარიკადების აგება. 5 წუთიდან ამბობს, რომ საჭიროა კოცონი, რადგან აირწინაღის როლს თამაშობს და კარგია გაშრობისთვის და გათბობისთვის. ამბობს, რომ მავთულხლართია საჭირო, რადგან გაუჭირდება პოლიციას გადალახვა. ის ხელახლა აჩვენებს მოსახლეობას, როგორ მზადდება ფარები. შვიდი წუთიდან საუბრობს, რომ ზეთია საჭირო, რადგან თუ დაასხავენ ძირს, პოლიციის ეკიპირება არის ადვილად გაცურებადი და პრობლემა შეექმნებათ პოლიციელებს, ეკლიანი მავთულის, ლურსმნების დაყრაზე საუბრობს, ასევე კვერცხებზე საღებავებით, ეს საღებავი და კვერცხი აეზილებათ და გართულდება გადაადგილებაო. ასევე საუბრობს, კამერების განეიტრალებაა საჭიროო, რადგან არ დაფიქსირდნენ ამ კამერაში, შესაძლებელია გამოიყენონ ქაფი და საღებავი, კარგია თუ დააბეტონებენ ქვებს, ეს გამოიყენეს ჩინეთში და პოლიციის მანქანებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ გზებზე და დიდ რესურსის დახარჯვა მოუწევთო. ამ ეკლიანი მავთულების გაწყვეტის საშუალებას კი იქ მყოფი ხალხი არ მივცემთო. 9 წუთზე და 30 წამზე საუბრობს, რაა საჭირო პოლიციელზე თავდასხმისთვის. ამბობს, რომ ცალ-ცალკე უნდა შეიძინონ, რადგან ჯგუფურობა არ იყოს და არ დააკავონ. საუბრობს პილპილზე და წიწაკის სპრეის გამოყენებაზე. ამბობს, რომ ყველანაირი ქმედება უნდა იყოს ორგანიზებული, საუბრობს, რომ ეს პროტესტი უნდა მიმდინარეობდეს ყველა ქალაქში ცალ-ცალკე, რომ ვერ შეძლონ მობილიზება ხალხის. ასევე საუბრობს,რომ დილის და საღამოს სმენები უნდა გადანაწილდეს, რომ ხალხი იყოს დასვენებული.

პროკურორი ეკითხება, საიდან მოიტანა ეს ვიდეო. გამომძიებლის თქმით, ეს ის ვიდეოა, რომელიც გადმოიწერა სოციალურ ქსელიდან, მასზე ჩაატარა ექსპერტიზა და ასევე გადასცა სასამართლოსაც, მტკიცებულების სახით. ვიდეო, რომელსაც ახლა უსმენს გამომძიებელი, მის პირად კომპიუტერშია შენახული.

გამომძიებლის თქმით, ვიდეოჩანაწერი სოციალური ქსელიდან 2024 წლის 4 დეკემბერს გადმოიწერა.

ბრალდების მხარემ კითხვები დაასრულა. პროკურატურამ ზვიად ცეცხლაძის “ხმიანი ვიდეოს“ საქმეზე დართვა მოითხოვა.

ცნობისთვის, 8 პირის საქმეზე, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის  პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე საქმის მთავარ გამომძიებლს, არსენ ხუნაშვილს უსმენენ, რომელმაც საქმეში ის ვიდეო მტკიცებულება წარადგინა, რომელსაც ხმა აქვს, თუმცა, აქამდე საქმეში არსებულ ანალოგიურ ვიდეოს ხმა არ ჰქონია.

როგორც გაირკვა, ხუნაშვილს მის მიერვე წარდგენილი ვიდეო ნანახი არ ჰქონდა და სწორედ პროცესზე დაიწყო მისი მოსმენა, რათა შემდეგ კითხვებისთვის ეპასუხა.

საქმის მთავარმა გამომძიებელმა ბოლომდე უყურა, ყურსასმენებში [დამსწრეებს არ გაუგონიათ და არ დაუნახავთ] ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ ვიდეოს.

მან ჯერ ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხა. პროკურორ ვაჟა თოდუა  დაინტერესდა, რაზე საუბრობს ზვიად ცეცხლაძე ვიდეოში.

გამომძიებლი:  ვიდეო 15 წუთი და 20 წამია. საწყის ეტაპზე, ვიდეოში საუბრობს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც საწყის წუთებში ჰყვებიან აქციებზე განვითარებულ მოვლენებს, პლოლიციელებს მოიხსენიებენ გიენებად. მესამე წუთიდან ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ რუსთაველი არის მოუხერხებელი, ვინაიდან ვერ უწევენ წინააღდეგობას პოლიციელებს, მიმართავს და ეუბნება ჩამოიტანონ ბარიკადები. მისი თქმით, არ არის აუცილებელი რევოლუცია მოხდეს პარლამენტთან და იხსენებს უკრაინას, რომ მაიდანი იქ თავისუფლების მოედანზე მოხდა.

აჩერებს ადვოკატი დავით ჭიკაიძე. მისი თქმით, ის მართალი იყო, როცა თქვა, რომ ამ ვიდეოს მოსმენის შესაძლებლობა, საბოლოოდ, აღნიშნულ ვიდეოს მტკიცებულებად აქცევს, რადგან მოწმე ჩანაწერის მიხედვით საუბრობს და არა დათვალიერების ოქმის, რომელიც ასევე ამ ჩანაწერს ეყრდნობა.

გამომძიებელი: ასევე ამბობს [ზვიადი] საჭიროა ბარიკადების აგება. 5 წუთიდან ამბობს, რომ საჭიროა კოცონი, რადგან აირწინაღის როლს თამაშობს და კარგია გაშრობისთვის და გათბობისთვის. ამბობს, რომ მავთულხლართია საჭირო, რადგან გაუჭირდება პოლიციას გადალახვა. ის ხელახლა აჩვენებს მოსახლეობას, როგორ მზადდება ფარები. შვიდი წუთიდან საუბრობს, რომ ზეთია საჭირო, რადგან თუ დაასხავენ ძირს, პოლიციის ეკიპირება არის ადვილად გაცურებადი და პრობლემა შეექმნებათ პოლიციელებს, ეკლიანი მავთულის, ლურსმნების დაყრაზე საუბრობს, ასევე კვერცხებზე საღებავებით, ეს საღებავი და კვერცხი აეზილებათ და გართულდება გადაადგილებაო. ასევე საუბრობს, კამერების განეიტრალებაა საჭიროო, რადგან არ დაფიქსირდნენ ამ კამერაში, შესაძლებელია გამოიყენონ ქაფი და საღებავი, კარგია თუ დააბეტონებენ ქვებს, ეს გამოიყენეს ჩინეთში და პოლიციის მანქანებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ გზებზე და დიდ რესურსის დახარჯვა მოუწევთო. ამ ეკლიანი მავთულების გაწყვეტის საშუალებას კი იქ მყოფი ხალხი არ მივცემთო. 9 წუთზე და 30 წამზე საუბრობს, რაა საჭირო პოლიციელზე თავდასხმისთვის. ამბობს, რომ ცალ-ცალკე უნდა შეიძინონ, რადგან ჯგუფურობა არ იყოს და არ დააკავონ. საუბრობს პილპილზე და წიწაკის სპრეის გამოყენებაზე. ამბობს, რომ ყველანაირი ქმედება უნდა იყოს ორგანიზებული, საუბრობს, რომ ეს პროტესტი უნდა მიმდინარეობდეს ყველა ქალაქში ცალ-ცალკე, რომ ვერ შეძლონ მობილიზება ხალხის. ასევე საუბრობს,რომ დილის და საღამოს სმენები უნდა გადანაწილდეს, რომ ხალხი იყოს დასვენებული.

პროკურორი ეკითხება, საიდან მოიტანა ეს ვიდეო. გამომძიებლის თქმით, ეს ის ვიდეოა, რომელიც გადმოიწერა სოციალურ ქსელიდან, მასზე ჩაატარა ექსპერტიზა და ასევე გადასცა სასამართლოსაც, მტკიცებულების სახით. ვიდეო, რომელსაც ახლა უსმენს გამომძიებელი, მის პირად კომპიუტერშია შენახული.

გამომძიებლის თქმით, ვიდეოჩანაწერი სოციალური ქსელიდან 2024 წლის 4 დეკემბერს გადმოიწერა.

ბრალდების მხარემ კითხვები დაასრულა. პროკურატურამ ზვიად ცეცხლაძის “ხმიანი ვიდეოს“ საქმეზე დართვა მოითხოვა.

ცნობისთვის, 8 პირის საქმეზე, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

14:22 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved