საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას (40%) და მაღალ ფასებს (18%) მიიჩნევს. მეორე არჩევანად ეს პრობლემები შესაბამისად 59%-მა და 45%-მა დაასახელა.
გამოკითხულთა 8-8%-მა უმნიშვნელოვანეს პრობლემად ომი და სიღარიბე მიუთითა, 9%-მა კი – სხვა. მეორე არჩევანის შემთხვევაში, მონაცემები 16%, 20% და 18% იყო.
საველე სამუშაოები IRI-ის დაკვეთით 4-24 მარტს, გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა 1 486 ხმის უფლებისა და ასაკის მქონე მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.
კომენტარები