ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
რა საოცრებაა…..
გუშინ მაღაზიიდან გამოვდივარ და ჩემთან ერთად იმავე მაღაზიიდან გამოდის ახალგაზრდა ქალი. იქნება ასე 25 – 28 წლისა.
ორი დიდრონი პარკი უჭირავს პროდუქტებით და….დაახლოებით 2 წლის ბავშვიც.
ანუ ცალ ხელში ერთი პარკი, მეორე ხელში მეორე პარკი, ხოლო ეს ბავშვი…. ბუკვალურად იღლიაში ჰყავს.
მართლა.
თითქმის არ ვაჭარბებ.ჰოდა…მივიდა ტროტუარზე უხერხულად შეყენებულ მანქანასთან, ცალი ხელიდან ის პარკი დააგდო, კარები გააღო, ბავშვი იღლიიდან მანქანაში შესვა, ჩააწყო პარკები, ჩაჯდა, დაქოქა მანქანა, წავიდა.
ვუყურებ პირდაღებული.
ჩემი ნინო, 2 წლის რომ იყო, ხელში ვერ ამყავდა საერთოდ.
სახლშიც კი.
ნევროზი მქონდა: ვაითუ ფეხი წამოვკრა და დამივარდეს მეთქი ან რა…და….. ან რა….არსებობს ერთი ასეთი მრისხანე გამოთქმა: „ფრთხილად, ეშმაკს არ სძინავს!“
იმ ახალგაზრდა ქალის „სიორენ კიერკიგორისეულ“ თავდაჯერებულობას რომ ვაანალიზებ ახლა, დასკვნამდე მივიდვარ, რომ ის აბსოლუტურად დარწმუნებულია: გამორიცხულია რამე მოხდეს. გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა!
არა, არ დაუვარება ბავშვი, არც ფეხს წამოკრავს, არც რამე დაემართება, იმიტომ, რომ……ბავშვი უკავია!
შ ვ ი ლ ი.დედა-შვილობასთან ეშმაკიც კი უძლურია.
კომენტარები