• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამიჩნდა ეჭვი, რომ ხომ არ აპირებენ ესენი კონკურენტების პირდაპირ ჩახსნას, როგორც ეს რუსეთში, ბელორუსში ხდება” – დავით გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
22:58 05-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,471

ახალი მემარჯვენეების ყოფილი ლიდერი, დავით გამყრელიძე, გადაცემა “რეაქციაში” ამბობს:

მთელი ადმინისტრაციული რესურსით, ქუჩის ბიჭების ჩართვით, 10-15 პროცენტი არის, რაც შეიძლება გაყალბებით უპირატესობა მოიპოვო. ისე მიდის საქმე, რომ ამათ ეს 10-15 პროცენტი არ ეყოფა, ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ ხომ არ აპირებენ ესენი კონკურენტების პირდაპირ ჩახსნას, როგორც ეს რუსეთში, ბელორუსში ხდება, როდესაც ფორმალურად ტოვებენ 2-3 ვითომ ოპონენტს და დანარჩენი ამა თუ იმ მიზეზით იხსნება. ესენი ისეთ დაპირისპირებაზე წავიდნენ ამერიკასთან და ევროპასთან, რომ არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნაბიჯიც გადადგან.

არ მაქვს უფლება, მე ისევ განზე ვიდგე. ვთვლი, რომ დღეს ელვისებური სისწრაფით ვითარდება მოვლენები, თუ გუშინ ვკითხულობდით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამაზე კატასტროფულ შეფასებებს და წარმოუდგენლად დამამცირებელ გამონათქვამებს კობახიძის და სხვა ლიდერების მხრიდან, დღეს კობახიძის გამოქვეყნებული წერილი, სოზარ სუბარის წარმოუდგენელი თავდასხმა სახდეპის ხელმძღვანელზე, უნდა გვესმოდეს, რომ არავის სჯერა, რომ სოზარ სუბარი თავისით წერს, ყველამ იცის, რომ ის ახმოვანებს ივანიშვილის ოცნების დავალებებს. და ასეთი ტიპის იერიში, ასეთი ტიპის თავდასხმა გვახსოვს კადაფისგან, გვინახავს ბაშარ ალ ასადის, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელის, რუ8სებიც კი ვერ გაიხსენებთ, რომ ასეთი ფორმით მიმართავდნენ აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირებს. რასთან გვაქვს საქმე – გახსნილი ომი გამოცხადდა დღეს არა მხოლოდ ევროპარლამენტარების, სენატორებისა და კონგრესმენების, უკვე ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ეს არის რული კატასტროფა, ეს არის ქვეყნის წაყვანა ჩრდილოეთ კორეის მოდელზე, როდესაც აღმოვჩნდებით სრულიად იზოლირებული, ჩაკეტილი, რუსეთის ამარად დარჩენილი. დღეს სოზარ სუბარმა ენტონი ბლინკენს პირდაპირ დაადო ხელი, რომ ის არის გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციას დაბრალდა, რომ ისინი არიან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved