• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამარჯვებულია აზერბაიჯანიც და სომხეთიც, მნიშვნელოვანია ახლა ფაშინიანმა ხელისუფლება შეინარჩუნოს” – ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
14:05 09-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,561

ანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე:

“სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრეცედენტი შედგა. გამარჯვებულია აზერბაიჯანიც და სომხეთიც. ამ უკანასკნელმა თავი დააღწია ყარაბაღის სახით საუკუნოვანი მარწუხების/ტვირთვის ტყვეობას და გაიხსნა განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობებისთვის. მნიშვნელოვანია ახლა ფაშინიანმა ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამჟამად, სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ხელისუფლება რჩება, დროებით, რუსის ჩეჩმად.

…

ჩვენს უშუალო სამეზობლოში ორი ეპოქალური ლიდერია: ილჰამ ალიევი, რომელმაც ფაქტობრივად აღადგინა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში მანამდე ვერავინ მოახერხა და ნიკოლ ფაშიანიანი, რომელმაც სომხეთი საუკუნოვანი მიჯაჭვულობისგან (ყარაბაღის საკითხი) გაათავისუფლა და განვითარების უნიკალური შესაძლებლობები გაუხსნა. საოცრად გულდასაწყვეტია, რომ საქართველო, რომელიც განვითარების და რეფორმირების ტემპებით და მასშტაბებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიის ქვეყნების შემდეგ, ყველაზე წინმავალი ქვეყანა იყო, დღეს სამხრეთ კავკასიაშიც კი აუტსაიდერის როლს სჯერდება. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთსა და საქართველოში არსებული პრობლემები ბევრი რამით გავს ერთმანეთს: პრორუსულად განწყობილი საზოგადოების ნაწილი და ამ ნიადაგზე საზპგადოებაში არსებული დაპირისპირება; პრორუსული ფრთა პოლიტიკაში; რუსეთისადმი ლოიალური მსხვილი ბიზნესის მნიშვნელოვანი სეგმენტი; რუსეთზე დამოკიდებული ეკონომიკა, რასაც სომხეთში რკინიზგისა და ენერგეტიკის რუსეთის კონტროლქვეშ არსებობა და რუსული სამხედრო ბაზა ემატება და რისგან თავდახსნაც რუსული ვექტორისგან გათავისუფლების აუცილებელი პირობაა, დღეს სომხეთი განვითარებისთვის იბრძვის, საქართველო კი ჭაობში ეფლობა.
გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს ჩვენს მეზობლებს. სამწუხაროა, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მონაკვეთში ქართველი ხალხის ნება ისეა მოდუნებული, რომ ჩვენი ბედი დიდწილად იმაზე ჩამოეკიდა გაგორდება თუ არა საჩვენო კამათელი ჩვენს სამეზობლოში.”
თეგები: ხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved