• რეკლამა
  • კონტაქტი
05:32, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

ალია ავტორი - ალია
12:55 05-11-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას და უკვე მეორე წელია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მთავარი მხარდამჭერია.

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის ეროვნული AI ოლიმპიადა იწყება, რომლის პირველი ტური 16 მაისს გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობა VIII-XII კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან შეუძლიათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 14 მაისის ჩათვლითგაგრძელდება.

ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ტური ონლაინ ფორმატში გაიმართება. პირველი ტურის შედეგების მიხედვით შეირჩევა არაუმეტეს 30 მოსწავლე, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავლენ. ფინალური ტური 31 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ჩატარდება, რის შედეგადაც დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები.

ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს სახელით ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) იასპარეზებენ, რომელიც 2-8 აგვისტოს ასტანაში, ყაზახეთში გაიმართება.

საქართველო, საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე, პირველად 2025 წელს წარდგა და პირველივე წელს მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა – ეროვნული ნაკრების წევრებმა ქვეყნისთვის პირველი მედალი მოიპოვეს. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობა და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გახსნის აუცილებლობა.

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ მოსწავლეების მოსამზადებლად შექმნა AI ლიგა და სპეციალური საოლიმპიადო AI კურსი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მოსწავლისთვის.

ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია, რომელიც თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU)ორგანიზებით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება.

განათლება შესაძლებლობაა – მთავარია გჯეროდეს!სწორედ ამ რწმენით თიბისი მხარს უჭერს ტექნოლოგიურ ოლიმპიადებს, აძლიერებს ახალ თაობას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარება.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved