• რეკლამა
  • კონტაქტი
08:00, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარიას პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო” – ვის “შეეშალა” ქვეყნის პრემიერი? – გიორგი ვოლსკი

ალია ავტორი - ალია
19:16 06-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

გახარიას საქციელს, რომელიც გადაწყვიტა, ნაბიჯი გადადგა, რომ შერჩენოდა, შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან ცუდი პროცესები, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ – ქალაქი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყოფილი თანაგუნდელის, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

გიორგი ვოლსკი:

„გახარიამ უღალატა იმ საქმეს, რასაც ერთად ვემსახურებოდით. ფაქტია, რომ განუდგა იმ საქმეს, გადგა გვერდზე. მე მაინც მგონია, რომ თვითონაც რაღაც აინტერესებს და ერთხელ იქნება ამოიღებს ხმას, რამეს იტყვის. სიტყვა უღალატა მკვახეა, ხისტია, მე არ მიყვარს.

დღემდე, ამ წუთამდე, საქართველოს შიდა გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, არის აქტუალური და ამ შესაძლო განვითარებას პირდაპირ ხელი შეუწყო ამ ნაბიჯმა, რაც გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო საფრთხის შემცველი, დამთავრდა. მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ იგი იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში, რადგან ვითარება, რაც ჩვენს თვალწინ განვითარდა, აბსოლუტურად, ყველა ნიშნით იყო შესაბამისი იმის, რასაც ვლაპარაკობთ“

კითხვაზე, ფიქრობთ, რომ შეცდომა იყო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, ვოლსკი ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო.

„კი, ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო“, – აღნიშნავს ვოლსკი.

მისი აზრით, გიორგი გახარიას “რეგლამენტი გამიზნულია იქითკენ, რომ 43 პროცენტს საფრთხე შეუქმნას”, თუმცა ვერ შეძლებს.

“ასეთი რეგლამენტი, თუ ამ რეგლამენტის რეალიზაცია მოახდინა, რასაკვირველია სწორედ იმიტომ არის გამიზნული და ჩამოყალიბებული, რომ 43 პროცენტს შეუქმნას საფრთხე. მგონია, რომ ვერ შეძლებს“, – დასძინა გია ვოლსკიმ.

ვის ‘შეეშალა” გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა და თუ ეს მართლაც შეცდომა იყო, ვინ იქნება ამ შეცდომაზე პასუხისმგებელი, ამაზე გია ვოლსკი არ საუბრობს.

თეგები: გიორგი გახარიაგიორგი ვოლსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved