• რეკლამა
  • კონტაქტი
05:29, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარიას” კიდევ ერთი პრობლემა აქვს, რაც არ აქვს “ლელოს”, რომელმაც მანდატებიც დახია და სიებიც ჩახსნა” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
17:38 05-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,421
ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“გახარიას პარტია” ახლა დგას ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე, რასაც პროპაგანდისტული ტელე-მედიის ორივე კლასტერი (როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური) თითქოს “ვერ ამჩნევს”. თუმცა სხვადასხვა მოტივით.
ეს გამოწვევა არ არის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა.
ხსენებული საკითხი გადაჭრით არათუ 4 აგვისტოს, არამედ მხოლოდ 3 ოქტომბერს დადგება.
მანამდე “გახარიაც” და “ლელოც”, ჭკვიანურად დამუშავებული მესიჯ- ბოქსის შესაბამისად, მუდმივად იძახებენ, რომ საარჩევნო სიების რეგისტრაცია (4 აგვისტომდე) არ ნიშნავს 4 ოქტომბრის არჩევნებში “ან აუცილებლად მონაწილეობას, ან აუცილებლად არმონაწილეობას”. ” ბევრ ცვლადზეა დამოკიდებულიო”
ოღონდ “გახარიას” კიდევ ერთი პრობლემა აქვს, რაც არ აქვს “ლელოს”, რომელმაც მანდატებიც დახია და სიებიც ჩახსნა.
“გახარიას” არც მანდატებზე უთქვამს უარი, არც სიები ჩაუხსნია.
საქმე ის გახლავთ, რომ დაახლოებით 10 დღის შემდეგ დგება ვადა, როდესაც “ოცნება” მიიღებს ლეგიტიმურ უფლებას, შეუწყვიტოს სადეპუტატო უფლებამოსილება იმ 12 დეპუტატს, ვინც გახარიის სიით გავიდა პარლამენტში.
შეუწყვიტოს სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო.
ამას რეგლამენტი ერთმნიშვნელოვნად ითვალისწინებს.
თუ ” გახარია” ამ ვადის გასვლამდე პარლამენტში “შევა”, ეს სიტუაციის აფეთქებას გამოიწვევს ოპოზიციურ კლასტერში.
ხოლო თუ არ შევლენ პარლამენტში და “ოცნება” სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტთ, მაშინ კანონით შემდეგი 12 დეპუტატი შედის იმავე სიიდან….მერე 6 თვის შემდეგ იგივე განმეორდება და ა.შ.
მაგრამ….. მაგრამ…….იმ “მეორე თორმეტეულს” გახარია ისევე მყარად აკონტროლებს როგორც სიის პირველ ათეულს?!
სიის “პირველი” ათეული ის ხალხია, ვინც აქტიურად ჩანს, თუმცა სიის “ქვედა ნაწილიდან” რამდენიმე დეპუტატიც რომ შევიდეს პარლამენტში, ეს გახარიასთვის კატასტროფა იქნება, რადგან ერთის მხრივ არავინ დაიჯერებს რომ ეს მის გარეშე გაკეთდა და “თამაში” არ არის, ხოლო მეორეს მხრივ, თუ კიდეც დაიჯერებენ, მაშინ ეს საკუთარ პარტიაში კონტროლის არარსებობის ანუ სისუსტის მაჩვენებელი იქნება.
ალბათ მაინც “ბ” ვარიანტს გარისკავს, ესე იგი “მეორე თორმეტეულის” შესვლას.
ოღონდ… ძალიან ძნელი გამოდგა ამ პარტიისგან პასუხის მიღება მარტივ კითხვაზე: აქვთ თუ არა დაწერილი განცხადება პარლამენტის სახელზე ოფიციალური ბოიკოტის შესახებ და თუ აქვთ, რა უპასუხათ პარლამენტის პროფილურმა კომიტეტმა?
აჩერებს თუ ვერა ეს განცხადება მანდატების შეწყვეტის პროცედურას სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო?
კანონმდებლობა ისეა შედგენილი, ინტერპრეტაციის სივრცეს ტოვებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved