• რეკლამა
  • კონტაქტი
17:25, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

ალია ავტორი - ალია
17:13 12-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,358

როცა ჯარიმების გაზრდაა საჭირო, მაშინ ქართული ოცნება ამბობს, რომ უნდა გამკაცრდეს კანონი, რადგან ავარიათა რიცხვი ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება, კონკრეტულად კი, “ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, 100 ათას მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე. ეს მაშინ, როცა ევროპული საუკეთესო მაჩვენებელია 2-3 ადამიანი.”

როცა სხვა მიზნები აქვს, მაშინ პირიქით, ამბობს, რომ ლოიალობაა საჭირო და არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან მყოფ, ან შემთხვევის ადგილიდან მიმალულ პირებს, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს უბრუნებს უკან. ცნობისთვის, ჯამში, 20 ათასამდე პირს დაუბრუნდება ჩამორთმეული მართვის მოწმობა ამნისტიის მიხედვით.

ოღონდ, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, ობიექტურად, რომ ავარიათა რიცხვი უმეტესად მხოლოდ მძღოლის ბრალია ქართული ოცნებისთვის და თითქმის არასოდეს გზის. მაგალითად, როცა ავარია წელიწადში რამდენჯერმე ხდება ერთი და იგივე ადგილას, იქ პრევენციული ზომები არ იგეგმება უმეტესად, მათ შორის, ელემენტარულად, ე.წ. სარკის დამაგრებით.

შსს, მაშინ, როცა ჯარიმები იზრდებოდა, აპელირებდა იმაზე, რომ უმეტესობა ავარიებისა, სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვება – თუმცა, არ თქვა, მათ შორის, ვინც სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხვდა ავარიაში, რამდენი იყო არაფხიზელი, ან რამდენი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან.

ცნობისთვის, მართვის მოწმობა არ უბრუნდება უკან მას, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს იმის გამო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადამიანი დაშავდა, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა. ალბათ, ამ 20 ათასიდან, თუ ვინმემ ავარიით ვინმე მოკლა, არც იმას დაუბრუნდება შემდეგ უკან მართვის მოწმობა, ხომ?

ერთი თვეც არ არის გასული მას მერე, რაც შსს–მ, მაშინ, ქართული ოცნების მირ ჯარიმების გაზრდის გასამართლებლად, განაცხადა:

“სამწუხაროდ, საქართველოში გზებზე დაშავების და გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალ ნიშნულზეა. ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, 100 ათას მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე. ეს მაშინ, როცა ევროპული საუკეთესო მაჩვენებელია 2-3 ადამიანი, ყველაზე მაღალია 7 ადამიანი, რომელიც რუმინეთში ფიქსირდება, საქართველოში კი ეს მაჩვენებელია 11-ია. ეს ის ციფრია, რაც გვავალდებულებს, გარკვეული ზომები მივიღოთ.

2024 წელს ავარიების შედეგად 7 587 დაშავების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 444 ადამიანი. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 6 041 ადამიანია დაშავებული, გარდაიცვალა 345 ადამიანი. ავარიების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის ცხრათვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი – 637 ერთეულით. 373 ერთეულით არის გაზრდილი ავარიების რაოდენობა.”

დღეს, როცა ქართული ოცნების გუნდმა ამნისტია შეიმუშავა, შალვა პაპუაშვილი ამბობს:

“შემოსავლის წყარო იყო სატრანსპორტო საშუალებით სხვადასხვა საქმიანობის წარმოება ასე, რომ თუ სწორად მახსოვს სტატისტიკა, 20 ათასამდე ადამიანს შეეხება დაახლოებით. 

[არჩევნებისთვის] არა, ჩვენ ვემზადებით ახალი წლისთვის. 

ამნისტია რა თქმა უნდა ყოველთვის ეხება მათ, ვინც რაღაცა დააშავა. ეს აპრიორია, ჩადებულია თვითონ ამ არსში.

სასჯელი იყო, მათ მართვის მოწმობის ჩამორთმევის სახით შესაბამისი დისკომფორტი შეექმნათ ცხოვრებაში”

 

მართვის მოწმობა შემოსავლის წყარო და სიცოცხლე? 
სიცოცხლის დასაზღვევად ჯარიმები გავზარდეთო, მეტყვიან, ალბათ?
ჯარიმები გაეზარდა მას, ვინც კანონს იცავს, ვინც ამ ჯარიმებს იხდის, ვინც ფხიზელი ჯდება საჭესთან – ვინც არაფხიზელი ჯდება საჭესთან, იმას პირდაპირ დაუბრუნდება უკან ამჯერად მართვის მოწმობა, ასე გამოვიდა. 
ამნისტია დამნაშავეებისთვისააო, ეგაც მართალია, აბა, ის ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების პოლიტიკის გაპროტესტების შემდეგ დააკავეს, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი ჩაუდებიათ უკანონოდ, კი სხედან ციხეებში!

ფული თუ სიცოცხლე? – “არჩევნებისთვის არა, ახალი წლისთვის ვემზადებით” – პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved