• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

ალია ავტორი - ალია
14:31 12-16-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

თიბისი ლიზინგმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45 მილიონი დოლარისმოცულობის 3-წლიანი, ფიქსირებულგანაკვეთიანიობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქციის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია.

ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონისგანაკვეთის დიაპაზონი 7.0%-7.50%-ს შეადგენდა, თუმცამაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი 7.25%-ით განისაზღვრა. ინვესტორების გადაჭარბებულიინტერესიდან გამომდინარე გაიზარდა განთავსებისმოცულობაც და თავდაპირველად განსაზღვრული 30 მილიონი დოლარის ნაცვლად 45 მილიონი დოლარიშეადგინა.

ფასიანი ქაღალდების ინვესტორები ძირითადადფიზიკური პირები არიან. მოზიდულ თანხებს კომპანია სალიზინგო პორტფელის გასაზრდელად გამოიყენებს.  

“ვულოცავ თიბისი ლიზინგს კაპიტალის ადგილობრივბაზარზე ყველაზე მსხვილი, დოლარში დენომინირებული, საცალო ობლიგაციების წარმატებულ განთავსებას – ფასიან ქაღალდებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნადაფიქსირდა; ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციებისინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან, რაცკომპანიის მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა. მოხარული ვარ, რომ თიბისი ლიზინგი კაპიტალის ბაზარზეაქტიურობას აგრძელებს – ერთობლივად უკვე 5 საჯარო ემისია გვაქვს განხორცილებული. წლის დასაწყისიდან დღემდე თიბისი კაპიტალის ჩართულობით ადგილობრივ ბაზარზე 11 საჯარო ტრანზაქცია განხორციელდა, რომელთა მოცულობამაც 800 მილიონ ლარამდე შეადგინა.წლის ბოლომდე კიდევ გვაქვს დაგეგმილი განთავსებები და შედეგად, მყარად ვინარჩუნებთ ბაზრის ლიდერის პოზიციას”, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალისდირექტორი.

„მინდა მივულოცო თიბისი ლიზინგს 45 მილიონიდოლარის მოცულობის ობლიგაციების წარმატებითგამოშვება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძოსექტორის მზაობასა და ინტერესს გამოიყენოს კაპიტალისბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასაქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისსტრატეგიული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიცსააგენტო “აწარმოე საქართველოში” ბიზნესისმხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს და ხელსუწყობს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებსდაფინანსების ალტერნატიული წყაროებით ისარგებლონ. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს რეკორდული შედეგები გვექნება და ვფიქრობ, მსგავსი მიღწევები სხვა კომპანიებსაც წაახალისებს”,-მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი.

“მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგი, როგორც ბაზრის ლიდერი კომპანია, საიმედო პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთ წარმატებულ პრეცედენტს ქმნის ქართულ რეალობაში. $45 მილიონი აშშ დოლარისობლიგაციები პრეცედენტულია და პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც ადგილობრივ რითეილბაზარზე გვინახავს. ობლიგაციების განთავსებითმოზიდული ფინანსური რესურსი სრულად მიმართულიიქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) სექტორის დაფინანსებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. თიბისი ლიზინგი ამ რესურსის მეშვეობით კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას, გააუმჯობესებს მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მდგრადი ეკონომიკური ზრდის შექმნას. ეს არის არა მხოლოდ ფინანსური წარმატება, არამედმკაფიო სიგნალი, რომ ბაზრის ნდობა ჩვენი კომპანიისმიმართ ძალიან მაღალია”,– გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.

„თიბისი ლიზინგი“ საქართველოს სალიზინგო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და 2013 წლიდან ინდუსტრიისლიდერია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობსსხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ფინანსურ ლიზინგს, საოპერაციო ლიზინგსა და უკულიზინგს. 2025 წლისივნისის მდგომარეობით, „თიბისი ლიზინგს“ ბაზრის 86%-იანი წილი უჭირავს და მისი პორტფელი 604 მილიონ ლარსშეადგენს. ემიტენტის 100%-იან მფლობელსსაქართველოში წამყვანი კომერციული ბანკი, სს თიბისიბანკი წარმოადგენს. „თიბისი ლიზინგს“ საქართველოსარასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზემაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მიღებული Fitch Ratings-ისგან – ‘BB’ სტაბილური პერსპექტივით.

 

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved