• რეკლამა
  • კონტაქტი
20:19, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა, მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ ბევრს ეგონა, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი ორი იყო – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:14 10-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

მთავრობის მეთაურის თქმით, 2016- 2020 წლებში მეორე ტურები ოლქების თითქმის  ნახევარში, 50-51% -ში დაინიშნა, ახლა კი 30%-ში დაინიშნა, რაც რეალურად გაუმჯობესებული შედეგია.

“მოსახლეობას რომ ავუხსნათ რეალურად, ანალიზს თუ გავუკეთებთ, 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა. მე დღეს ჩემს ბრიფინგზე ვთქვი, რომ ეს რეალურად გაუმჯობესებაა, თუ ჩვენ იგივე წინა არჩევნებს შევადარებთ, მაგალითად, 2016 წელს, 2020 წელს მეორე ტურები თითქმის 50-51% -ში, ოლქების თითქმის ნახევარში დაინიშნა, ახლა 30% -ში დაინიშნა, ანუ ერთ მესამედში დაინიშნა. მთავარი, ოპოზიციისთვის გამანადგურებელი არგუმენტი რაც მაქვს მე, ყველა მუნიციპალიტეტში მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ, მე ვახსენე წეღან, რომ ღალატი დაახლოებით 7- 8% დაგვიჯდა მეთქი, იქაც რომ არ ყოფილიყო ეს დაბნეულობა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იყო გახარიას შემთხვევაში და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბევრი ჩვენი ამომრჩეველი შეაცდინა, ბევრს ეგონა, რომ ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი ორი იყო და 6-7% დაახლოებით, რაც დაჯდა რეგიონებში, ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენი კანდიდატები ამ 20 მუნიციპალიტეტში პირველ ტურში ვერ გავიდნენ. ამის ანალიზი გავაკეთეთ ჩვენ უკვე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ ყოფილიყო აი ეს ღალატის ისტორია, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლებოდა

პირველივე ტურში ყველგან მოგვეგო და დაგვემთავრებინა ყველგან, როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში. ასე რომ, ამის პროგნოზირება ძალიან მარტივია, ჩვენი ბავშვებიც გააკეთებენ ამის პროგნოზს, ორჯერ ორი ოთხია, რომ 30 ოქტომბერს, ანუ მაშინ, როცა მეორე ტური დაინიშნება, სავარაუდოდ ასე იქნება, ოცივე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი შედეგით წააგებს ნაცმოძრაობა. რა თქმა უნდა, არავითარი სხვა მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს საქმეს, იმისთვის, რომ ის არჩევნები, რომელიც გუშინ ხალხმა გააკეთა, ეს არჩევანი გამყარდეს და ბოლომდე მივიდეს ეს საქმე. გუშინ რეალურად ჩვენმა ხალხმა არჩევანი გააკეთა დესტრუქციას, სიცრუეს, არეულობას, ქაოსს, პოლარიზებასა და მეორეს მხრივ მშვიდობას,  სტაბილურობას და განვითარებას შორის”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved