• რეკლამა
  • კონტაქტი
00:29, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარიამ უტიფრად თქვა, რომ მეორეჯერაც შემოუშვებდა გავრილოვს ქვეყანაში – გიგა ბოკერია

ალია ავტორი - ალია
17:26 05-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “ფორმულასთან” ამბობს:

“პირადად მე, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, ვფიქრობ, საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილი  ბატონ გახარიას უყურებს, როგორც ივანიშვილის მმართველობის პროდუქტს. ყველაფერი ის, რის გამოც კრიზისში არის ქვეყანა მთელი ამ წლებისა და, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გახარიას სახელს უკავშირდება. ეკონომიკური ამბები, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, ტარიფების ზრდა გამოწვეული ლარის კურსის ვარდნით და გაზრდილი გადასახადებით, არის ის პოლიტიკა, რომელსაც გახარია ატარებდა, როდესაც პრემიერი იყო. მორალურ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაწყებული გავრილოვის ღამით, 20 ივნისს ქვეყანაში ამ ადამიანების შემოშვებით, ეს არის ფიგურა, რომელმაც უტიფრად თქვა, რომ მეორეჯერაც შემოუშვებდა გავრილოვს ქვეყანაში. ყველა კრიტიკულ ვითარებაში იყო ამ ადამიანის გადაწყვეტილებები – იქნებოდა ეს პანკისში კატასტროფული ოპერაცია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ფეხებზე დაკიდება. ეს არის ადამიანი, რომელშიც უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, როგორც კოვიდკრიზისის სუპერმენეჯერზე, როცა სწორედ ამ კრიზისის დროს გადადგმული ნაბიჯების შედეგებს იმკის დღეს ქვეყანა. 

[…] ამის იქით სპეკულაციების გაკეთება იმაზე, რომ კონტაქტი აქვს თუ არა ივანიშვილთან, დიახ, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს, შეიძლება, იყოს ივანიშვილისთვის, ტრადიციული ავტორიტარული მმართველისთვის თამაში, რომ დაჰყოს მისი “ფიშკები” არჩევნებზე. მე ზუსტად არ ვიცი, ამის ეჭვი გვაქვს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ადამიანი ყველა ვარიანტში არის ივანიშვილის “თანავარსკვლავედის” ნაწილი და, ჩემი აზრით, ასე უნდა აღვიქვამდეთ.”

თეგები: გიგა ბოკერიაგიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved