• რეკლამა
  • კონტაქტი
17:27, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარია ეკლესიას ებრძოდა, შს მინისტრობისას ითხოვდა, რომ მღვდლებზე შეეგროვებინათ კომპრომატები” – მეუფე იაკობი

ალია ავტორი - ალია
00:12 09-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა:

„თქვენ გახსოვთ, მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები. მე ეს აბსოლუტურად საჯაროდ ვთქვი და მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლებისგან ასეთ რამეს უარყოფდა. მე სიმართლეს ვლაპარაკობდი. ვისაც გიორგი გახარია ავალებდა, რამდენიმემ მითხრა და თან სხვადასხვა მხრიდან ვამოწმებდი და აბსოლუტურად ასე იყო. ბრძანება მოდიოდა გიორგი გახარიასგან, თავად მას კი ვინ აძლევდა ბრძანებას, არ ვიცი, ჩვენი ქვეყნიდან ალბათ არ იყო. დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ გახარია მოსკოვის კაცია.

მასთან (გახარიასთან) შეხვედრა არასდროს მსურდა იმის გამო, რასაც აკეთებდა. იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა. ალბათ გუნდმა ერსაც უნდა მოუხადოს ბოდიში, რომ ასეთი კაცი გაეპარათ და ჰყავდათ გუნდში.

ამ სავარაუდო მოსმენებით ეკლესიის დისკრედიტაცია რომ მოხდებოდა, თავისთავად ის [გიორგი გახარია] „ოცნებას“ რაღაც ხმებს წაართმევდა. ახლა იცით რომ 43%-ზე მიდის საუბარი. რომ შეხედოთ, 2012-ში ვინც მაშინდელი ხელისუფლება შევცვალეთ, გახარია სად იყო და მის იდეებს ვინ უნდა გაჰყვეს?! უბრალოდ უნდა „ოცნებას“ დააკარგვინოს რაღაც ხმას. ის უცხო სხეული იყო აქ, როგორ მოხვდა მე არ ვიცი, ალბათ იმ კაცს უნდა მოჰკითხოთ, ვინც მოიყვანა, ვინც საქართველოში ჩამოიყვანა.

როდესაც გიორგი გახარიას დავალებით სასულიერო პირების მოსმენის დავალება გაიცა, ამ თემაზე საპატრიარქოში მქონდა საუბარი, მაგრამ თავიდან არ დაიჯერეს, თუმცა დღესდღეობით ამას ყველა აღიარებს.

გახარია ეკლესიისთვის საფრთხე ვერ იქნება, რადგან მასეთები მოდიან და მიდიან. ეკლესია ქრისტეს სხეულია, ჩვენთან საკმაოდ დიდი გონიერებაა. 2 ათასწლოვანია ჩვენი ეკლესია. კარგი, მაგას შსს ჰყავს, სპეცსამსახურები ჰყავს, მაგრამ 2 ათასი წელი ჩვენ გავატარეთ როგორ გარემოში? – გვიპყრობდნენ და ქართველობას მაინც ვინარჩუნებდით, ჩვენც შეგვიძლია რაღაც ინფორმაციის ისე მოპოვება, რომელსაც ტელეფონები არ სჭირდება, მოსმენები არ სჭირდება, ჩვენთანაც მოდის ინფორმაცია, არა მხოლოდ მაგ გზებით“

თეგები: გიორგი გახარიამეუფე იაკობი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved