• რეკლამა
  • კონტაქტი
17:09, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

ალია ავტორი - ალია
18:12 05-08-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

„გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია ავტომობილის მოვლის რუტინულ პროცესს მარტივ გამოცდილებად აქცევს. უკვე 30 წელია კომპანია ცდილობს, მძღოლებისთვის გზაზე გავლილი ყოველი კილომეტრი თავისუფლების, ახალი გეგმებისა და თავგადასავლებისკენ სვლად აქციოს, სადაც გადამწყვეტი როლი გამართულ ტრანსპორტს აქვს.

კამპანიის ფარგლებში, სპეციალური შეთავაზებები Bridgestone-ისა და Petlas-ის ზაფხულის საბურავებზე გავრცელდება და 15%-იანი ფასდაკლება პრემიუმ ბრენდების აკუმულატორებს შეეხება. აქცია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილ Varta-ს, Energizer-ისა და Exide-ის პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება. აღნიშნული ბრენდები ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და სხვადასხვა კლიმატურ პირობებში საიმედო მუშაობით გამოირჩევა.

დამატებით, 11 მაისის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, Bridgestone-ის პრემიუმ ხარისხის საბურავები ონლაინ – Tegetashop.ge-ზე ან „თეგეტას“ აპლიკაციაში – თიბისი ბანკის განაწილებით შეიძინონ და ღირებულების 30%, მაქსიმუმ 300 ლარი დაიბრუნონ. ქეშბექი ერთგულის ყულაბაზე 15 მაისამდე აისახება.

კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტის კატეგორიის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ტემპერატურაც იმატებს, რაც ავტომობილზე პირდაპირ გავლენას ახდენს. იმისათვის, რომ ამ ყველაფერს მომზადებული შევხვდეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპონენტების განახლება, როგორიც საბურავებია. ზამთრის საბურავების ზაფხულის საბურავებით ჩასანაცვლებლად მომხმარებლებს განსაკუთრებული ფასდაკლება შევთავაზეთ Bridgestone-ის პრემიუმ და Petlas-ის საშუალო სეგმენტის პროდუქციაზე, რომლებიც ხარისხით, გამძლეობითა და ეფექტიანობით გამოირჩევა.

ანალოგიური საჭიროება დგას აკუმულატორების შემთხვევაშიც. ზამთრის პერიოდში მათი რესურსები ხშირად ბოლომდე ამოწურვადია და ზაფხულის სეზონისთვის განახლებას მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც შეთავაზებაში მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების პროდუქტები შევარჩიეთ – VARTA-ს, Energizer-ისა და Exide-ის. ჩვენი მიზანია, ზაფხულის სეზონის დადგომისას წარმოქმნილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მომხმარებლებისთვის პრემიუმ ხარისხის პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამისთვის კი გარდამავალი დრო, მაისის თვე შევარჩიეთ“.

მაისის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას უკავშირდება. ამიერიდან „თეგეტა მოტორსში“ გადახდა შესაძლებელია American Express (AmEx)-ის საკრედიტო ბარათით, რაც მომხმარებლებს დამატებით სარგებელს აძლევს. 31 მაისის ჩათვლით AmEx ბარათის მფლობელები „თეგეტა მოტორსში“ გადახდისას 10-ჯერ მეტ Membership Rewards (MR) ქულას დააგროვებენ – მაქსიმუმ 10 000 ქულას თვის განმავლობაში.

ამ შეთავაზებების მნიშვნელობა პირდაპირ უკავშირდება სეზონურ ცვლილებებს. ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის ტექნიკური მზადყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ, სეზონის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის ტექნიკური შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი კომპონენტების ჩანაცვლება აუცილებელია.

—

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

(R)

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved