• რეკლამა
  • კონტაქტი
10:09, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:13 02-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
680

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის”.

ის აშშ-ს მიერ დახმარების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებულ პროპაგანდაზე საუბრობს. ასევე აღნიშნავს, რომ არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში (რომც შემოვიდეს ქვეყანაში) არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას, შშმ პირების დაცულობას, შიდსის, ჰეპატიტის აღმოფხვრას, ჯარის გაძლიერებას, პოლიციის სტანდარტების ამაღლებას ან სოფლის მეურნეობის განვითარებას.

“ე.წ. დახმარება შეიძლება შეუჩერონ მაგრამ, რა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას ამ გრანტებისგან, გაზულუქებული ენჯეოშნიკების მეტი? »

ეს კითხვა, რომელსაც ავრცელებენ მესიჯბოქსებით, ავლენს მის ავტორებისგან არა მხოლოდ უვიცობას, არამედ უმადურობას და მომავალზე დაუფიქრებლობას.

მომავალი თაობის თავისუფლებაზე რომ არ ფიქრობთ და დიქტატურას უმზადებთ ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ მათ მომავალ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, დაცულობაზე და განვითარებაზეც ხელს რომ იღებთ თქვენი დღევანდელი კეთილდღეობის გულისთვის, ამაზე რა პასუხია?

არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში (რომც შემოვიდეს ქვეყანაში) არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას, შშმ პირების დაცულობას ან კიდევ შიდსის, ჰეპატიტის აღმოფხვრას, არც ჯარის გაძლიერებას, ან პოლიციის სტანდარტების ამაღლებას, ან სოფლის მეურნეობის განვითარებას, არც … არც …

მიკვირს კი ამ თვით გამოცხადებულ პატრიოტების ასეთი აღტაცება ამ არაბეთის ახალ ზღაპრით და სასწაულ გარიგებით – როდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასე გაყიდვა, ქვეყნის ინტერესენის ასე გაფლანგვა, მასიურად უცხოელების არა სტუმრად არამედ მდგმურად და ხვალ პატრონად შემოყვანა (აბა სხვა ვინ იცხოვრებს ან უკვე ცხოვრობს ამ 2000/3000 $ კმ იან ბათუმის და თბილისოს ცათაბჯენებში?) როდისღა გვიხაროდა ასე სახელმწიფოს დაცემა, უხერხემლო არსებად ქცევა ?

გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის. საკითხი არ ეხება პოლიტიკურ არჩევანს, ეს არ არის როგორც უნდათ წარმოგვიდგინონ გუშინდელი ბრძოლის გაგრძელება ნაც-ქოცების შორის. სხვა ამოცანა გვიდგას ჩვენს წინაშე: ან დავთმოთ სახელმწიფო, მაშასადამე იდენტობა, წარსული და მომავალი, ჩვენი კულტურა და ჩვენი ინტერესები, და დავემონოთ ერთსულოვან მეზობელს და იმათ ვისაც ეს ერთი პატრონი შემოუშვებს რათა ქართული სული, ენერგია და ჟინი ვერ აღდგეს!

ან დავუდგეთ წინ, პროპაგანდისგან, პირად მოკლევადიან ინტერესებისგან, კონფორმიზისგან განვთავისუფლდეთ და დავდგეთ ქვეყნის მხარეს, ვარჩიოთ მომავალი!”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved