• რეკლამა
  • კონტაქტი
20:11, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გადავაყენე მანქანა და ხმამაღლა ვტიროდი… ჩემთვის ყველაზე ცუდ დღეებში მქომაგობდა” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
21:19 05-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,514

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

,,ეს ლექსი ეძღვნება ვაჟა ბაბილოძეს. ბიჭს, რომელიც არასდროს მინახავს და ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში მწერდა და მქომაგობდა. დღეს დილით ათენში ნახეს გარდაცვლილი. იქ ცხოვრობდა. დეიდაჩემმა მომწერა ეს ამბავი, რადგან ეს ბიჭი ადრე ჩვენს სოფელში ცხოვრობდა და გაიგო, თუმცა მე იქ არასდროს მინახავს. დღეს ერთი სიმღერა ავიკვიატე და მისი ერთ-ერთი ვერსია მქონდა ჩართული. გადავაყენე მანქანა მუსიკა და ხმამაღლა ვტიროდი. ეს სიმღერა ისმოდა და ტირილს მიმძაფრებდა. მე მხოლოდ მუსიკაზე, ფილმზე და წიგის ეპილოგზე ვტირი ხოლმე. ძალიან კარგზე – ცხადია. იშვიათად ვტირი შესაბამისად. სიმღერა ცუდი არ იყო, მაგრამ ეს ტირილი უფრო სიკვდილს ეკუთვნოდა.მერე მივხვდი, რომ რაღაც უნდა მიმეძღვნა ამ ბიჭისთვის და გადავწყვიტე ის ლექსი დამეწერა, რაც ისედაც დიდი ხანია მინდოდა. ლექსი, რომელიც ჯოჯოხეთს აჩვეულებრივებს და ძალიან ნაცნობს ხდის. და დავწერე.

,,ბაბუაჩემმა თავი მოიკლა
და წესი არ აუგეს.
ბაბუაჩემი
ჯოჯოხეთში გააგზავნეს და
შეიძლება არც იცის, რომ გარდაიცვალა.
ბაბუაჩემს ეშინოდა თავის მოკვლის.
ყოველ საღამოს საბძლის ბოძზე თოკს ჰკიდებდა და ვერ ბედავდა.
თოკი ეკიდა.
იმ თოკზე მერე თავს იხრჩობდნენ მთვრალი ქარები
და ბაბუაჩემი მიხვდა –
თავი რომ მოიკლა, უნდა დათვრე.
ფხიზელი ადამიანები არასდროს არიან მართლები,
რადგან ფხიზელ ადამიანებს სიმართლის ეშინიათ.
მხოლოდ ტყუილი აუქმებს სიკვდილს –
ტყუილი უდრის ცოცხლად ყოფნას –
ფხიზელ ადამიანებს კი სიცოცხლე უნდათ.
ბაბუაჩემმა თავი მოიკლა.
მე დავინახე როგორ ეკიდა და ქანაობდა.
დავინახე ქარიც, რომელიც იდგა და ბაბუაჩემს უყურებდა.
ქარი მაშინ ფხიზელი იყო.
ბაბუა მთვრალი.
მოგვიანებით მეც თავს ვიკლავდი.
არც მე ამიგებდნენ წესს.
ჩემი სული აუცილებლად შეხვდებოდა ბაბუაჩემს სულს.
ბაბუაჩემი წამიყვანდა ჯოჯოხეთის უღრან ტყეში.
მე გამიკვირდებოდა რომ ჯოჯოხეთში ძალიან ცივა,
წიგნებში კი სულ სხვა წერია.
ტყის მერე გამოჩნდებოდა მინდორი,
მინდორს მერე პატარა სოფელი,
სოფელს მერე პატარა ქალაქი,
ქალაქში აუცილებლად იქნებოდა ქუჩა.
ქუჩაზე აუცილებლად იდგებოდა სახლი.
სახლში აუცილებლად იქნებოდა კედლები ახეული შპალერით
და წინა წლების კალენდრებით,
აუცილებლად დაგხვდებოდა საღამო და ნესტი,
ჩვენ აუცილებლად ავანთებდით შუშაგაჭვარტლულ ლამფას,
ცარიელი იქნებოდა მაცივარი
და საპურე ნახევრად სავსე.
თაროზე იდგებოდა მჟავე ჯემის ქილა,
გადმოღვრილზე შესეული ჭიანჭველებით.
და ბაბუაჩემი აუცილებლად იტყოდა გაბზარული ხმით
– ვახშმის დროა!
ჩვენ ვივახშმდებით.
და ჩაი აუცილებლად იქნებოდა ცხელი,
იმაზე ცხელი ვიდრე ჯოჯოხეთია წიგნებში,
ცხელი და ნასესხები შაქრის გემოთი.
მერე დავჯდებოდით აივანის ძველ სკამებზე უიმედოდ.
ვიჯდებოდით ასე საათი.
მერე შევხედავდით ერთმანეთს და გავიღიმებდით.
იქნებოდა სადღაც 1993 წელი. შემოდგომის მორიგი დღე.
ეს დღე იდგებოდა ოზურგეთში.
ოზურგეთში.
პატარა ქალაქში.

#ახალისიმღერები

თითქმის თვითმკვლელის სიმღერა

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved