“ფორმულას” ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, დევნილთა სამინისტროში თანამდებობებიდან გაათავისუფლეს აფხაზეთის დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციას მოადგილე მურად აბლოთია და დევნილთა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მინდია სილაგავა.
როგორც ცნობილია, არც ერთი მათგანი დღეს უწყებაში არ მისულა.
შეგახსენებთ, დევნილები დავით ფაცაციას გადადგომას ითხოვდნენ.
სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები, ჯერ ისევ იმ შენობაში ცხოვრობენ, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საცხოვრებლად ვარგისი არ არის.
კომენტარები