• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, შაბათი, 25 მარტი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გააშიშვლეს პატიმრები, დააჩოქეს მუხლებზე…” – 2012 წლის ციხის კადრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა დამნაშავედ სცნეს

ალია ავტორი - ალია
15:37 07-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზ.ა. და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დ.ჭ. დამნაშავედ ცნო ე.წ. “2012 წლის ციხის კადრების” საქმეზე, კერძოდ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე.

ინფორმაციას ამის შესახებ პროკრატურა ავრცელებს

მტკიცებულებებით დადასტურდა რომ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ზ.ა.-მ შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით. 2012 წლის 17 სექტემბერს, ზ.ა.-მ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით  საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დ.ჩ. და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დ.ჭ. დაიბარა.

“თათბირზე გადაწყდა, რომ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების თანამშრომლებს, ვ.ბ.-სთან დაკავშირებულ პირებს, ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს უნდა განეხორციელებინა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების დამცირება, ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც უნდა გადაეღოთ ვიდეოზე. ხსენებულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფალსიფიკაციის გზით მტკიცებულებები უნდა შეკრებილიყო იმგვარად, რომ პატიმართა მიმართ ძალადობა “დაბრალებოდა” პოლიტიკურ გაერთიანება “ქართული ოცნებას”.

ზ.ა-სთან შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს, დ.ჭ.-მ №8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი – ლ.ფ. დაიყოლია ფარული ვიდეოკამერით პატიმართა მიმართ ძალადობის გადაღებაზე. პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამავე დაწესებულების თანამშრომლებს  – ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს. ამავდროულად, ლ.ფ.-ს საჯაროდ უნდა გაევრცელებინა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ვ.ბ.-ს მეშვეობით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუკვეთეს ციხეში პატიმრების წამება.

2012 წლის 17 სექტემბერს, დ.ჭ.-მ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, იძულებით, შანტაჟისა და მუქარის გზით დაიყოლია ყოფილი პატიმარი და ვ.ბ.-სთან დაახლოებული პირი – ნ.მ. ცრუ ჩვენების მიცემაზე, თითქოსდა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნებისგან” გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ ვ.ბ. საპყრობილეებში პატიმართა ცემისა და წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გეგმავდა.

2012 წლის 18 სექტემბერს, დავალებისამებრ, ლ.ფ.-მ, ბ.ფ.-სთან და ლ.ფ.-სთან ერთად №8 დაწესებულების №37-ე საკანში გააშიშვლეს პატიმრები რ.გ. და ე.წ., დააჩოქეს მუხლებზე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 

იმავე დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეშვეობით ლ.ფ.-მ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა პატიმართა ცემა და შეურაცხყოფა მოხდა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეკვეთით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით ლ.ფ.-ს სამუშაო ოთახში შეიტანეს და წინასწარ საგანგებოდ მომზადებულ სეიფში მოათავსეს 14 100 აშშ დოლარი, მაისური მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერით და ლაზერული დისკი, სადაც ასახული იყო №37 საკანში განხორციელებული ძალადობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით, ზ.ა. დაუსწრებლად დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “დ”,”ე”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით,  25-3691 მუხლის მესამე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

ამავე განაჩენით, დ.ჭ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “დ”, “ე”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით, 3691 მუხლის მესამე ნაწილით,  372-ე მუხლის მეორე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო  სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თეგები: დავით ჭკადუაზურაბ ადეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ვახტანგ მაისაიას სამი დაუჯერებელი პროგნოზი, რომელიც აცხადდა
ახალი ამბები

„ეს იყო რუსეთის გეგმა – მინიმუმი“ – რა შედარებებს აკეთებს ვახტანგ მაისაია

20:36 03-24-2023
ეკლესია უკანასკნელი ციხესიმაგრეა, რომელიც ვერ აიღეს – მათი მიზანი ეკლესიის დაკნინება, გამარგინალება და საბოლოოდ მისი განადგურებაა! – ზვიად ტომარაძე
ახალი ამბები

„უიარაღო, ჯარის გარეშე ნეიტრალიტეტის გამოცხადება, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, შეუძლებელია… ჩვენ რეგიონში ჯარის არ ყოლა, სრული კატასტროფაა“ – ზვიად ტომარაძე

19:45 03-23-2023
როდიდან გახდება მანქანის დაზღვევა სავალდებულო და რამდენით მოიმატებს ტექდათვალიერების ფასი?!
ახალი ამბები

ფიზიკური პირი პირველივე ჯერზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 100 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული – 200 ლარით – რა კანონი მზადდება მძღოლებისთვის?!

18:41 03-22-2023
ახლა ამერიკიდან იქნება სერიოზული ფინანსური და სხვა სახის დახმარებები… თუ ივანიშვილი რუსეთის დავალებებს ასრულებდა, სანქციებს დაუწესებენ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„იმის თქმა, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში ფული გამოელევა, რუსეთი დაიმშევა, არასერიოზულია“ – სოსო ცინცაძე

16:42 03-22-2023

ბიზნესი

ბიზნესი

თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „გროსვატმა“ საქართველოში უკვე 3 მზის ელექტროსადგური გამართა

15:43 03-24-2023
PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმიანება
ახალი ამბები

PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმიანება

20:08 03-23-2023
„მოგზაური ბიბლიოთეკის“ შემდეგი გაჩერება – დათო გორგილაძის საბავშვო წიგნის პრეზენტაცია ბათუმში
ბიზნესი

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ შემდეგი გაჩერება – დათო გორგილაძის საბავშვო წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

13:24 03-23-2023
#ერთადმოვდივართ – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა
ბიზნესი

#ერთადმოვდივართ – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა

14:51 03-22-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved