Reuters-ი ამტკიცებს, რომ მოიპოვა “მეტას” შიდა წერილები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის, კომპანია “დროებით ცვლის ძალადობასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით წესებს. მაგალითად, Facebook-სა და Instagram-ზე “სიკვდილი რუს დამპყრობლებს” – აღარ ჩაითვლება დარღვევა, რაც ჩვეულებრივ ითვლებოდა..
თუმცა, “მეტამ” თქვა, რომ ის არ დაუშვებს ძალადობისკენ მოწოდებებს რუსი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
მედია წერს, რომ ზოგ ქვეყანაში დაშვებული იქნება პოსტები, რომლებიც პუტინისა და ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას შეიცავს. ცვლილებები ეხება აგრესიულ გამონათქვამებს რუსი სამხედროების მიმართაც.
პოლიტიკის დროებითი ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.
კომენტარები